მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სკოლის არდადეგები ის პერიოდია, როდესაც მოსწავლეები და მასწავლებლები განახლებული ენერგიით ივსებიან, ისვენებენ და ახალი სასწავლო წლისთვის ემზადებიან. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანის სკოლებში საზაფხულო არდადეგების ხანგრძლივობა, დაწყებისა და დასრულების თარიღი განსხვავებულია. გთავაზობთ ინფორმაციას რამდენიმე ქვეყანაზე.
ამერიკის შეერთებული შტატები
ამერიკაში ზაფხულის არდადეგები 8-დან 12 კვირამდე გრძელდება. ის ქვეყნის სხვადასხვა შტატში განსხვავებულ დროს იწყება. ძირითადად, დასვენებები ივნისსა და ივლისშია.
კანადა
კანადაში საზაფხულო არდადეგები ორი თვის განმავლობაში გრძელდება. მოსწავლეები მთელ ივლისსა და აგვისტოში ისვენებენ.
დიდი ბრიტანეთი
საზაფხულო არდადეგები დიდ ბრიტანეთში 6 კვირის განმავლობაში - ივლისის ბოლოდან სექტემბრის დასაწყისამდე გრძელდება. დასვენებების დაწყების თარიღი ყოველწლიურად შეიძლება ოდნავ შეიცვალოს, თუმცა სწავლა თითქმის ყოველთვის სექტემბრის პირველ კვირაში ახლდება.
ავსტრალია
ავსტრალიაში საზაფხულო შესვენება, დაახლოებით, 6-7 კვირა გრძელდება. ამ დროს, როგორც სხვაგან, მოსწავლეები ძალების აღსადგენად და სრლფასოვანი დასვენებისთვის იყენებენ.
საფრანგეთი
ამ ქვეყანაში საზაფხულო არდადეგები 8 კვირა გრძელდება. ამ პერიოდს მოსწავლეები განტვირთვისა და ახალი სასწავლო წლისთვის მოსამზადებლად იყენებენ.
რომელ ქვეყნებშია ზაფხულის არდადეგები ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი?
იტალიაში, ზაფხულში, მოსწავლეები 13 კვირა ისვენებენ. მას პორტუგალია და საბერძნეთი 12-12 კვირით მოსდევენ.
აღსანიშნავია, რომ იტალიას განათლების დონის შესანიშნავი მაჩვენებელი აქვს. მსოფლიოს ქვეყნებს შორის მისი რეიტინგი თვალშისაცემია.
რომელ ქვეყანაშია ზაფხულის არდადეგები ერთ-ერთი ყველაზე მოკლე?
სამხრეთ კორეაში საზაფხულო არდადეგები ოთხი კვირა გრძელდება. მართალია, ეს მოსწავლეებისთვის, გარკვეულწილად, სტრესულია, თუმცა მათ გამოცდების წარმატებით დაძლევასა და ცოდნის მაღალი დონის შენარჩუნებაში ეხმარება. სამხრეთ კორეაში ზაფხულის მოკლე არდადეგების მიზანია, მოსწავლეებს ნასწავლი მასალა დიდი ხნის განმავლობაში ახსოვდეთ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.