მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ცაგერის საჯარო სკოლა მეთერთმეტეკლასელმა, თამარ კოპალიანმა განსაკუთრებულად ასახელა. მოსწავლემ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ ბრწყინვალე წარმატება მოიპოვა და „ცაგერის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული დაიმსახურა.
მან ცაგერის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეთა შორის პირველი ადგილი დაიკავა და „ეტალონის“ 2022 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელი კონკურსის საგზურიც მოიპოვა.
თამარ კოპალიანმა მუნიციპალიტეტებში ჩატარებულ დისტანციურ კონკურსებში გამარჯვებულ 30 საუკეთესო მოსწავლეს შორის იასპარეზა, რაც სკოლისთვის განსაკუთრებით საამაყოა. მოსწავლეს „ეტალონმა“ მისი ბრწყინვალე წარმატების დამადასტურებელი დიპლომი მიანიჭა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2022 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელი კონკურსი 20 ივლისს დისტანციურ ფორმატში გაიმართა.
მიმდინარე წლის აპრილიდან ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი“ ფარგლებში 30 მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდა.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება
სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს
ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს