ოქტომბრის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ჩხიკვაძე ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2022 წლის პირველი პერიოდის გამარჯვებულია
26-07-2022
დაკოპირებულია
-
+
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლემ, გიორგი ჩხიკვაძემ საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2022 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელ კონკურსში გაიმარჯვა.
გიორგი ჩხიკვაძე „ქედის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელია. შემაჯამებელ კონკურსამდე მოსწავლემ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი და მეორე ეტაპები წარმატებით გადალახა და მუნიციპალიტეტების სკოლების გამარჯვებულ 30 წარმატებულ მოსწავლეს შორისაც საუკეთესოდ იასპარეზა.
სკოლისთვის მოსწავლის გამარჯვება განსაკუთრებით საამაყო და სასახელოა.
მოსწავლეს „ეტალონმა“ მისი ბრწყინვალე წარმატების დამადასტურებელი დიპლომი მიანიჭა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2022 წლის პირველი პერიოდის შემაჯამებელი კონკურსი 20 ივლისს დისტანციურ ფორმატში გაიმართა.
მიმდინარე წლის აპრილიდან ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონი“ ფარგლებში 30 მუნიციპალიტეტის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდა.
საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.