სიახლეები
რჩევები, ინტერვიუ

როდის და როგორ უნდა დაითესოს ხორბალი რომ ხასხასა ჯეჯილი მივიღოთ?
28-03-2019
-
+


ბზობის წინა დღეს, ლაზარეს შაბათს, ძველი ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით, მორწმუნეები ხორბალს თესავენ. აბიბინებულ ჯეჯილში წითლად შეღებილ კვერცხებს დებენ და ასე ეგებებიან აღდგომას. მწვანე ჯეჯილი - ახალი ცხოვრების, ხოლო მასზე გაგორებული წითელი კვერცხები სიკვდილის ძლევის სიმბოლოდ ითვლება. 

ჯეჯილმა თუ ბოლომდე იცოცხლა, „პური ჩვენი არსობისა“ უნდა მოგვცეს. აღდგომის დღესასწაულის შემდეგ კი ბამბაზე დათესილ ჯეჯილს ადამიანები ნაგვის ურნაში მოისვრიან ხოლმე. მებაღე ბებური პაიჭაძე ამბობს, რომ ამით ქრისტიანები მართებულად არ იქცევიან, რადგან მცენარე, რომელიც არსებობისთვის იბრძვის, ტკივილს განიცდის.

ბებური პაიჭაძე Etaloni.ge-ს სტუმარია და გვირჩევს, როგორ მოვიყვანოთ ხასხასა ჯეჯილი და როგორ მოვექცეთ მას აღდგომის შემდეგ.

- სააღდგომო ჯეჯილი ლაზარეს შაბათს, ბზობის წინა დღეს ითესება. ლაზარეს აღდგინება იმის მანიშნებელი იყო, რომ ქრისტე ჭეშმარიტად სიკვდილის მძლეველია. ჯეჯილი ხორბლის დათესვით მიიღება, რომელიც პურისა და ასევე ქრისტეს ხორცის სიმბოლოა.

- როგორ დავთესოთ ხორბალი და მოვუაროთ, რომ ხასხასა ჯეჯილი მივიღოთ?

- ბამბა თხლად უნდა დააფინოთ ლარნაგზე და კარგი, ხარისხიანი ხორბალი თანაბრად და ბლომად უნდა მოაბნიოთ, რომ ჯეჯილი ხშირი იყოს. შემდეგ წყალი უნდა დაასხათ და თბილ ადგილას დადოთ. მუდმივად უნდა დანამოთ, არ უნდა ამოშრეს და არც ზედმეტი წყალი უნდა ჰქონდეს. რამდენიმე დღეში ამობიბინდება. 

- ბამბაზე რატომ ითესება?

- იმიტომ, რომ ბამბა წყალს ინარჩუნებს და ხორბლის გაღვივებას უწყობს ხელს. გაღვივებული ხორბალი ფესვებს იდგამს ბამბაში. როცა სხვა რაიმე თესლის შემოწმება უნდათ ხარისხიანია თუ არა, ბამბაზე ყრიან და თუ რამდენიმე დღეში გაღვივდება, ესე იგი, მისი დათესვა შეიძლება. ის პერიოდი, როცა ჯეჯილი სააღდგომოდ მოჰყავთ, წყლისა და ბამბის ხარჯზე ცხოვრობს, მერე კი ხმება. 

- როცა აღდგომა ჩაივლის ბევრი აგდებს ჯეჯილს. რამდენად მართებულია? 

- ყველას ვურჩევ, როცა აღდგომა ჩაივლის და ჯეჯილი ისევ მწვანეა, წაიღონ და ბამბიანად მიწაზე დადონ. მიწა გაფხვიერებული უნდა იყოს, რომ მცენარემ მასზე ფესვის მოკიდება შეძლოს. ასე დადებულმა ჯეჯილმა, შეიძლება თავთავიც კი გამოიბას. თუ ბალახზე დადებთ, მიწასთან კონტაქტი არ ექნება და ვერ გადარჩება. ძალიან მეცოდება, როცა აგდებენ და შანსს არ უტოვებენ, რომ იცოცხლოს. არადა, ხატებთან უდევთ, როგორც სიცოცხლის სიმბოლო, მერე კი ნაგავში თავდაყირა უძახებენ.

მცენარესაც სტკივა. ის ხომ სიცოცხლისთვის იბრძვის?! წარმოიდგინეთ, ბამბაზე ამოდის, რაც მისთვის ბუნებრივი მდგომარეობა არ არის და ისედაც ცუდ დღეშია, სტრესს განიცდის. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, მისცენ შანსი, რომ იცოცხლოს. ჩვენ გვგონია, რომ მხოლოდ ჩვენ გვტკივა. არადა, სახარებაში წერია, დედამიწაზე ყველა ქმნილება გმინავს და გამოხსნას ელოდებაო. მაცხოვარმა დაამარცხა სიკვდილი და ჩვენც მოგვცა ცხონების გზა. სანამ გამოხსნა იქნება, მხოლოდ ჩვენ კი არ ვკვნესით, მთელი სამყარო გმინავს - ცხოველებიც, მცენარეებიც...  გახსოვთ, ჩინეთში რომ თქვეს, ბეღურა ბევრ ხორბალს ჭამს და მოსავალი მოიმატებს, თუ ბეღურებს დავხოცავთო? მთელი ჩინეთი ბეღურებს დასდევდა და ხოცავდა ქიმიური თუ სხვა საშუალებით. დახოცეს ბეღურები და მერე მატლები ისე გამრავლდა, მოსავალი საერთოდ ვეღარ აიღეს. ბეღურა მატლს უფრო ჭამდა, ვიდრე თავთავს.

ჩვენ გვგონია, რომ ჩავერევით ბუნებაში და უკეთესი იქნება, თუ რაღაცას მოვსპობთ. ერთ წელიწადში უნდათ, ორი-სამი წლის მარაგი ამოიღონ მიწის ერთი მონაკვეთიდან. არ ასვენებენ მიწას, აყრიან სასუქებს და ბოლოს კვდება, საერთოდ აღარაფერს იძლევა. წარმოიდგინეთ, 6-7 საათის მაგივრად რომ 18 საათი მამუშაონ, ხომ ვეღარ გავძლებ და მალე მოვკვდები? ასეა მიწაც. სახარებაში წერია, ხორბალი თუ მიწაში არ ჩავარდა და არ მოკვდა, ისე არ ამოვაო. ხორბლის მარცვალი კვდება და ამოდის ახალი სიცოცხლე ანუ აღდგომის, განახლების სიმბოლოა. უკეთილშობილესი მცენარეა და ის არის „პური ჩვენი არსობისა“. მინდორში რომ ითესება და ბიბინებს, ულამაზესია. მერე, როცა თავთავს გაიკეთებს და ხაკისფერი ხდება, ისიც ულამაზესია. მხატვრების ერთგვარი მუზა იყო თავთავის ყანები. ყანას რომ აიღებენ, ისიც კი ულამაზესია. ფრანგი იმპრესიონისტები სულ ხორბლის ყანებს ხატავდნენ. მონეს ნახატებშია აღებული ყანა და ძნები... საოცრებაა!


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა 

2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მსგავსი აქტივობები სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

საინტერესო

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

როგორ მოვრთოთ საკლასო ოთახი ორიგინალურად ნაკლები ხარჯებით?

რატომ და როდიდან ვრთავთ ნაძვის ხეს საახალწლოდ?

სიახლეები
საზოგადოება