სიახლეები
სიახლეები

ტესტის სხვის მაგივრად დაწერა 3-მა პირმა სცადა, შპარგალკის 4, ხოლო მობილურის შეტანის 2 ფაქტი დაფიქსირდა - 2022 წლის გამოცდების შეჯამება
27-07-2022
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და მასწავლებლის გამოცდის ძირითადი სესიები დასრულდა. საგამოცდო პერიოდი საკმაოდ დატვირთუილ იყო დარღვევებით, რომლის შესახებაც ეტაპობრივად ინფორმაციას ჩვენც გაწვდიდით. გამოცდების დასრულების ბოლოს ცენტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ დარღვევებზე, რომელიც გამოცდების პერიოდში გამოვილნდა. 

„ამ დრომდე დაფიქსირდა სხვადასხვა მიზეზის გამო გამოცდიდან მოხსნის 9 შემთხვევა, მათ შორის 2 - მობილურის შეტანის, 4 - დამხმარე მასალის აღმოჩენისა და 3 - გამოცდაზე სხვის ნაცვლად შესვლის ფაქტი”, - აღნიშNულია ინფორმაციაში. 

რაც შეეხება სტატისტიკურ მონაცემებს და სხვა დეტალებს„2022 წლის გამოცდები 4 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყო. 41 000-ზე მეტი რეგისტრირებული აბიტურიენტიდან ამ დრომდე ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გავიდა 94%-ზე მეტი გამოსაცდელი. მასწავლებლის საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდებზე 34 500-ზე მეტი იყო რეგისტრირებული, რომელთაგან გამოცხადდა 85%-მდე აპლიკანტი, სტუდენტთა საგრანტო გამოცდაზე დარეგისტრირებულთაგან კი - 71%-ზე მეტი გამოსაცდელი.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის მსგავსად, წელსაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შესაძლებლობას აძლევს გამოსაცდელებს, რომლებსაც ოფიციალურად დაუდასტურდებათ კოვიდ-19, საგანგებოდ ორგანიზებულ დამატებით სესიაზე ჩააბარონ შესაბამისი საგანი.

დამატებითი გამოცდა უკვე ჩატარდა 100-მდე გამოსაცდელისათვის - მათ შორის არიან როგორც აბიტურიენტები და სტუდენტები, ასევე მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები. დამატებითი გამოცდების ჩატარება კვლავ იგეგმება რამდენიმე საგანში.

საგამოცდო პროცესში გუშინდელი დღიდან ჩაერთნენ მაგისტრანტობის მსურველებიც. ტესტირება უკვე ჩატარდა წაკითხულის გააზრებისა და ანალიტიკური წერის ნაწილებში, დღეს კი ისინი გამოცდას ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობაში აბარებენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უკვე უზრუნველყო სტუდენტთა საგრანტო კონკურსის როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი სესიის ჩატარება. 2022 წელის გამოცდები დასრულებულად მას შემდეგ ჩაითვლება, რაც სრულად ჩატარდება დამატებითი გამოცდები კოვიდინფიცირებული გამოსაცდელებისათვის.

დაწყებულია ნამუშევრების გასწორების პროცესი. 2022 წლის გამოცდების შედეგები ეტაპობრივად აგვისტოს დასაწყისიდან გამოცხადდება.

აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის ჩათვლით მათ შესაძლებლობა აქვთ სურვილისამებრ შეცვალონ (წაშალონ ან დაამატონ) საგანმანათლებლო პროგრამები”,- აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

ქართული ენის სტანდარტი ცალკე დამტკიცდება - განათლების მინისტრი

ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება

გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება