სიახლეები
სიახლეები

ვის შეუძლია „მწვანე სტიპენდიის“ მოპოვება - ახალი შესაძლებლობა სტუდენტებისთვის
28-07-2022
-
+


უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში გარემოსდაცვითი და აგრარული მეცნიერებების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა და  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმი გულისხმობს თანამშრომლობის განმტკიცებას ისეთი დეფიციტური სფეროების მიმართულებებით, როგორიცაა: გარემოსმცოდნეობა, ეკოლოგია, ბუნებათსარგებლობა, გეოლოგიია, ჰიდროლოგიია, გარემოსდაცვის ტექნოლოგიიები, აგრონომიია და სოფლის მეურნეობის სხვა დარგები.

მემორანდუმის ფარგლებში აღნიშნული სფეროების მიხედვით უნივერსიტეტებში განვითარდება უკვე არსებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები. ამასთანავე, იგეგმება ამ მიმართულებით სპეციალისტების ჩართულობის მაქსიმალურად წახალისება სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების კვლევითი კომპონენტის განხორციელებაში. 

თანამშრომლობის ფარგლებში, აღნიშნული სფეროების სამაგისტრო პროგრამების წარჩინებული სტუდენტებისთვის დაწესდება „მწვანე სტიპენდიები“, რაც მათ შესაძლებლობას მისცემთ დაგროვებული ცოდნა გადაიტანონ პრაქტიკაში, სტაჟირება გაიარონ და დასაქმდნენ სხვადასხვა უწყებებში.

მეცნიერების პოპულარიზაციის ფარგლებში, მემორანდუმით  განსაზღვრულია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დეფიციტური სფეროების თემატიკაზე საგრანტო კონკურსებისა და კვლევების წახალისება.

მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და უნივერსიტეტების თანამშრომლობას სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის ტექნოლოგიის მიმართულებებით. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

ლაპარაკობენ, აღზრდა არ იყო სკოლის ნაწილი და აღზრდისთვის დაგვჭირდება დამატებითი პროექტების განხორციელება...

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება