მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აკაკი სურგულაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. მიუხედავად კოვიდპანდემიით გამოწვეული სირთულეებისა, დირექციამ და პედაგოგებმა ძალ-ღონე არ დაიშურეს და მოსწავლეებს სიღრმისეული და ხარისხიანი განათლება მისცეს. სწორედ ამის შედეგია, რომ IX კლასის 15 მოსწავლიდან ხუთმა საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრა და პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში კომპიუტერის მიღების კანდიდატები არიან.
„2021-2022 წელს შემოქმედის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი პანდემიის გამო თავდაპირველად დისტანციურად, ხოლო 4 ოქტომბერს სასკოლო გარემოში დაიწყო და საკმაოდ დაძაბული და სტრესული იყო: მოსწავლეები და მასწავლებლები ხშირად და განმეორებით ავადდებოდნენ კოვიდით; იყო წერტილოვანი შეზღუდვები; ზოგიერთი კლასისა და მოსწავლისათვის სწავლა პერიოდულად ონლაინ რეჟიმში ტარდებოდა. მიუხედავად ყველაფრისა, სკოლის საზოგადოება ცდილობდა, გამკლავებოდა სირთულეებს და შეესრულებინა ვალდებულებები.
პასუხისმგებლობის გააზრებისა და განათლების სურვილის შედეგია, რომ IX კლასის 15 მოსწავლიდან ხუთმა წარჩინებით დაამთავრა საბაზო საფეხური (VII, VIII და IX კლასები) და შეფასება „10“ აქვს ყველა საგანში.
ესენი გახლავთ ბაია ბურჭულაძე, საბა გიგიბერიძე, ლადო ზოიძე, გურამ ონიანი, ნინი ჩიტაიშვილი. ამ შედეგებისათვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მათ პერსონალური კომპიუტერებით დააჯილდოებს.
IX კლასის მოსწავლეები (ხელ-ლი სოფო ინგოროყვა) გამორჩეულად აქტიურები არიან და ყველა სასკოლო პროექტსა თუ კლასგარეშე აქტივობებში ენთუზიაზმით ერთვებიან. წარმატებებსა და ახალ მიღწევებს ვუსურვებთ მათ“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ წერილში.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
პედაგოგებისთვის 250 ლარია გამოყოფილი - ვის ეხება დაფინანსება
ცოდნისა და წიგნიერების დღესასწაული იზრუნელებისთვის - izrune.ge მასშტაბურ ღონისძიებებს თბილისსა და ბათუმში ჩაატარებს
ბაღის აღმზრდელებისაა და დაწყებითი კლასის მასწავლებლებისთვის კონკურსი გამოცხადდა - ვადები და დეტალები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
მოსწავლეებმა კლასში იმიტირებული სასამართო პროცესი გამართეს
საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს...
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას