მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დმანისის N2 საჯარო სკოლის ოთხი მოსწავლე - აინურ ელაზოვა, ლამია ეფენდიევა, აისელ გაჯიევა, მაჰიმა ტანრივერდიევა პროგრამის -„ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში დაჯილდოვდა.
მოსწავლეებს საბაზო საფეხურის წარჩინებით დამთავრებისთვის პორტაბელური კომპიუტერები გადაეცათ.
სკოლის ადმინისტრაცია მოსწავლეებს სწავლაში მიღწეულ წარმატებას ულოცავს, მათ მასწავლებლებს კი შრომისა და ამაგისთვის მადლობას უხდის.
„უპირველეს ყოვლისა, სკოლის ადმინისტრაცია მადლობას უხდის სკოლის მოსწავლეებს: აინურ ელაზოვას, ლამია ეფენდიევას, აისელ გაჯიევას, მაჰიმა ტანრივერდიევას, ასევე მათ მშობლებს! დიდი მადლობა მასწავლებლებს და პირადად კლასის დამრიგებელს ქალბატონ გალინა ბლუდოვას! განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან ეს პროგრამა არის დიდი სტიმულის მომცემი მოსწავლეებისთვის!რესურსცენტრის უფროსმა, ქალბატონმა მაია ხმალაძემ კეთილი სურვილები უსურვა და თბილი ღიმილით გაუნათა ეს სასიხარულო დღე ჩვენს წარმატებულ მოსწავლეებს“,- ვკითხულობთ სკოლის წერილში.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
რა ინფორმაცია აქვს სკოლას მოსწავლისა და მშობლის შესახებ
დირექტორი მე-8 კლასელების მდგომარეობაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ისინი ახლა სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ არიან
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ გარემოს დაბინძურების ზიანს
საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს...
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას