მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხონში, სტუდენტურ ბანაკში, ინტოქსიკაციის შემთხვევა დაფიქსირდა. მოწამვლა, სავარაუდოდ, წყაროს წყალმა გამოიწვია, რის შედეგადაც ცხრა სტუდენტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბანაკიდან ჯერ ხონის, შემდეგ კი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმის თქმით, ახალგაზრდები სამედიცინო დაწესებულებაში გუშინ, მძიმე მდგომარეობით შეიყვანეს, მათ დეზინტოქსიკაცია და საჭირო კვლევები ჩაუტარდათ. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ამ დროისთვის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ახალგაზრდები სავარაუდოდ, დღეს დატოვებენ სამედიცინო დაწესებულებას.
არსებული ინფორმაციით, ხონში ბანაკი „თავისუფალი უნივერსიტეტის“ მიერ მოეწყო. ამ დროისთვის, უნივერსიტეტის წარმომადგენლები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.