მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N31 საჯარო სკოლას ახალი ლოგო აქვს. ლოგოს ავტორი N31 სკოლის კურსდამთავრებული მარიამ ვარდანიძეა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მარიამი 2017 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, დაზგური გრაფიკის მიმართულებით.
დღეს მარიამი დაინტერესებულია 2D digital art-ით, ქმნის ლოგოებს, ილუსტრაციებს, პოსტერებსა და ფოტომანიპულაციებს.
„დავიბადე 1999 წლის 31 იანვარს, ქალაქ თბილისში. ბავშვობის რამდენიმე წელი გავატარე წყალტუბოში, რამაც დიდი გავლენა იქონია ჩემს მხატვრულ აზროვნებასა და ბუნებასთან ურთიერთობაში. 2005 წელს ჩავირიცხე ქალაქ თბილისის N31 საჯარო სკოლაში, მოგვიანებით 2007 წელს შემარჩიეს წარმატებულ 50 ბავშვს შორის, რომლებმაც ჩააბარეს გამოცდები და მოხვდნენ ათონელზე მდებარე სამხატვრო სასწავლებელში. სწავლის პერიოდში გამანაწილეს დაზგური გრაფიკის მიმართულებით, სადაც სახვითი ხელოვნების უმეტეს ნაწილთან გვქონდა შეხება: ძერწვა, ქსოვა, ფერწერა, გრაფიკა, ფანქრით ხატვა თუ ხელოვნების ისტორია. 2016 წელს წარმატებით ჩავაბარე გამოცდები და დავიცავი სადიპლომო ნამუშევრები.
2017 წელს N31 საჯარო სკოლის დამთავრებისთანავე სწავლა გავაგრძელე თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, სახვითი ხელოვნების ფაკულტეტზე, ისევ დაზგური გრაფიკის მიმართულებით.
სწავლის პერიოდში გავეცანი უამრავ მიმდინარეობას, უფრო საფუძვლიანად შევითვისე გრაფიკის არსი.
ბაკალავრის დიპლომი 2021 წელს დავიცავი და მას შემდეგ, დავინტერესდი ციფრული მხატვრობის მიმართულებით. ამჟამად დაკავებული ვარ 2D digital art-ით, ვქმნი ლოგოებს, ილუსტრაციებს, პოსტერებს და ფოტომანიპულაციებს“,-აღნიშნავს მარიამ ვარდანიძე.
მშობლიური სკოლა მარიამს მადლობას უხდის გაწეული სამუშაოსთვის და უსურვებს უამრავ წარმატებას სახელოვნებო სივრცეში.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
საინტერესო ფაქტები დედის დღეზე
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე განსაკუთრებულად ზრუნავენ