მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სასწავლო პროცესში მოსწავლისა და მასწავლებლის მხრიდან ურთიერთპატივისცემა უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ხშირად ეს ფაქტორი სწავლის ხარისხსა და მოტივაციაზეც აისახება. პატივისცემას ადამიანები სხვადასხვაგვარად გამოხატავენ. ჩვენ დავინტერესდით ასლან შაინიძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დისველის საჯარო სკოლის დირექტორის ჯანსულ შაინიძის აზრით და ვკითხეთ - როგორ გამოხატავენ ან როგორ უნდა გამოხატონ მოსწავლეებმა მასწავლებლებისადმი პატივისცემა.
მისი თქმით, ამ შემთხვევაში ბევრი რამე მასწავლებელზეა დამოკიდებული. ფიქრობს, რომ რასაც პედაგოგი გასცემს, იმავე უკუკავშირს მიიღებს.
„ამ შემთხვევაში, ყველაფერი მასწავლებელზეა დამოკიდებული, რადგან ის მოსწავლის ქცევას მართავს. მას როგორი დამოკიდებულებაც ექნება მოსწავლეების მიმართ, ისეთივე უკუკავშირს მიიღებს. პედაგოგმა მოსწავლის პატივისცემა რომ დაიმსახუროს, თვითონაც შესაბამისად უნდა მოიქცეს. შეიძლება ითქვას, რომ ამ პროცესში ისაა წარმმართველი ძალა. კლასში მოსწავლე ობიექტია, რომელზეც მასწავლებელი ზემოქმედებს და მისი დამოკიდებულება ბევრ რამეს განაპირობებს. პატივისცემა შეიძლება მიმართვის ფორმებშიც გამოიხატებოდეს“,- ამბობს ჯანსულ შაინიძე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ
რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.