სიახლეები
სიახლეები

გაიცანით აბიტურიენტი, რომელმაც ქართულის გამოცდაზე უმაღლესი - 60 ქულა მიიღო
01-08-2022
-
+


ქართულ ენასა და ლიტერატურაში დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა - მინიმალური ქულა 15-ია, ხოლო მაქსიმალური - 60; ცნობილია ისიც, რომ ქართულში ყველაზე მაღალი - 60 ქულა კოდის საჯარო სკოლის მოსწავლემ, შოთიკო ხაჭაპურიძემ აიღო.

აბიტურიენტი etaloni.ge-ს ესაუბრება და იმასაც გვიმხელს, რომ სწავლის გაგრძელებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET-ში აპირებს.

„მაქსიმალურ ქულას რა თქმა უნდა არ ველოდი, მაგრამ მოლოდინი გარკვეულწილად მაინც მქონდა, რადგან მასალა მთლიანად შევისწავლე. ქართულ ენასა და ლიტერატურაში სირთულის მხრივ მაინც ძირითად ტექსტს, თხზულებას გამოვყოფდი, რადგან წინა წლებთან შედარებით ახალი ფორმატი იყო... ასე ვთქვათ, ახალ უნარებს მოითხოვდა და მეტი ძალისხმევა სჭირდებოდა. რედაქტირება კი შედარებით ადვილი იყო. საბოლოო ჯამში, საგამოცდო ტესტები,  წინა წლებს რომ შევადაროთ,  არც ძალიან რთული და არც ძალიან მარტივი. თითოეული ტესტი იმ უნარებზე გახლდათ მორგებული, რასაც მთელი წლის განმავლობაში აბიტურიენტები გამოვიმუშავებდით. სწავლის გაგრძელებას ISET-ში, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლაში ვფიქრობ და ვნახოთ... ინგლისურსა და მათემატიკაშიც კარგ შედეგებს ველოდები, ფიქრობ, კარგად მიწერია“.

შეგახსენებთ, რომ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 1 აგვისტოს 10 საათზე ქართულ ენასა და ლიტერატურასთან ერთად ოსური ენის ტესტების შედეგებიც გამოაქვეყნა.

ასევე იხილეთ:

ქართული ენისა და ლიტერატურის შედეგები გამოქვეყნდა

მინიმალური ზღვრის გადალახვის შანსს ყველა აბიტურიენტი ინარჩუნებს - ქართულის ტესტის შეფასების სქემა ცნობილია

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

ქართული ენის სტანდარტი ცალკე დამტკიცდება - განათლების მინისტრი

ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება

გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება