ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბახვის საჯარო სკოლის მოსწავლეები საბაზო საფეხურის წარჩინებით დასრულებისთვის პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში დაჯილდოვდნენ.

სკოლის ოთხმა წარჩინებულმა მოსწავლემ: ლუკა ნემსიწვერიძემ, ნია თენიეშვილმა, ნინი ლიპარტელიანმა და ქეთი აბულაძემ ჯილდოდ პორტაბელური კომპიუტერები მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერი“ კი 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.