მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა ეროვნულ კონფერენციებთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს. როგორც უწყება განმარტავს, ზოგადი_განათლების რეფორმის ფარგლებში, ეროვნულ კონფერენციაზე, 82 პანელურ სესიაზე 1114 მოხსნების სახით წარმოდგენილი იყო როგორც დაწყებით, ასევე საბაზო საფეხურზე სხვადასხვა თემის ფარგლებში განხორციელებული კომპლექსური დავალებები, მოსწავლეთა შეფასებები, პედაგოგთა თვითშეფასება და პროცესების მოკლე ანალიზი.
წარმოდგენილი იყო როგორც სამინისტროს ექსპერტების, ქოუჩების მიერ შეთავაზებული თემატური მატრიცები, ასევე თავად მასწავლებლების მიერ შექმნილი ან ადაპტირებული კომპლექსური დავალებები შესაბამისი თემების ფარგლებში. საინტერესო იყო დაკვირვება, ერთი და იგივე კომპლექსური დავალებები როგორ განხორციელდა სხვადასხვა მასწავლებლის მიერ განსხვავებულ გარემოში, სრულიად განსხვავებული ხედვებით, საბოლოო პროდუქტებით, რამაც თვალნათლად დაგვანახა პედაგოგთა ინდივიდუალიზმი, მოტივაცია და რაც მთავარია ფიქრის პროცესი. თითოეული დავალება გააზრებული იყო, მასწავლებელი ითვალისწინებდა კლასის ინტერესებსა და საჭიროებებს.
კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ტექნოლოგიებთან ინტეგრირებული კომპლექსური დავალებები და STEAM პროექტები.
აღსანიშნავია, რომ მომხსენებლებს შორის იყვნენ არაქართულენოვანი სკოლების ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი მასწავლებლები, რომლებმაც დაწყებით საფეხურზე განხორციელებული კომპლექსური დავალებების შესახებ წარმოადგინეს პრეზენტაციები და ქართულ ენაზე გააცნეს დამსწრეებს.
„რეგიონული და ეროვნული კონფერენციები ყოველწლიურად ჩატარდება. კონფერენციების სისტემური ხასიათი საშუალებას მისცემს მასწავლებლებს აქტიურად ჩაერთონ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული კომპლექსური დავალებების დანერგვის პროცესში. გამოცდილების გაზიარება, უკუკავშირის მიღება საშუალებას მისცემს თითოეულ მონაწილეს შეაფასოს საკუთარი საქმიანობა, გაეცნოს სისტემის გამოწვევებს და დაამყაროს პროფესიული კავშირები“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ