სიახლეები
სიახლეები

ხელფასები ყოველწლიურად 10%-ით გაიზრდება - ეხება თუ არა სკოლისა და ბაღი მასწავლებლებს პრემიერის გადაწყვეტილება
02-08-2022
-
+


ყოველ წელს, 2026 წლამდე, საჯარო მოხელეების ხელფასი მინიმუმ 10%-ით გაიზრდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მან ეკონომიკური შემოსავლების ზრდის გამო ბიუჯეტის კორექტირების აუცილებლობაზეც ისაუბრა.

„სავარაუდოდ, სექტემბრის თვეში მივმართავთ პარლამენტს და ბიუჯეტის კორექტირებას მოვახდენთ. ბიუჯეტი გაიზრდება, ვინაიდან სახელმწიფოს დამატებითი შემოსავლები გაუჩნდა მაღალი ეკონომიკური ზრდის გამო და რა თქმა უნდა, უფრო მეტი თანხები გვექნება გადასანაწილებელი უწყებების მიხედვით. უფრო მეტი პროექტები დაფინანსდება. ეს ასევე საშუალებას გვაძლევს, რომ კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულებისთვის შრომის ანაზღაურება იზრდება. მინდა, ასევე შევახსენო საზოგადოებას, რომ წლების განმავლობაში, დაახლოებით, 2017 წლიდან 2020 წლამდე, საჯარო სექტორო სექტორში ხელფასები არასდროს გაზრდილა, რაც ვფიქრობ, დიდი შეცდომა იყო. ჩვენ თუ შევადარებთ კერძო სექტორსა და საჯარო სექტორს შორის ანაზღაურებას, ჩამორჩენა საგრძნობია და ამას მოწესრიგება სჭირდება. ამიტომ, წელს იანვარში უკვე დავიწყეთ ამის მოწესრიგება. იანვარში ყველა საჯარო მოხელისთვის ხელფასის ოდენობა 10%-ით გაიზარდა. ახლა ფინანსთა მინისტრმა წარმოადგინა ჩვენი ხედვა, განისაზღვრა კრიტერიუმები და დადგენილებით აღნიშნული საკითხი მოწესრიგდება, რაც გულისხმობს, რომ ყოველ წელს, 2026 წლამდე, საჯარო მოხელეების ხელფასი მინიმუმ 10%-ით გაიზრდება. საბოლოოდ, ჯამში დაახლოებით, 3-4 წლის განმავლობაში 50%-იანი მატება გამოვა“, - აღნიშნა პრემიერმა. 

აღსანიშნავია, რომ მთავრობის სხდომაზე კონკრეტული სფეროები, რომლებსაც ხელფასი გაეზრდებათ, არ დაკონკრეტებულა, თუმცა წინა გამოსვლებს თუ გავიხსენებთ, ხელფასის მატება ეტაპობრივად უნდა გაგრძელდეს, როგორც სკოლის, ისე ბაღის მასწავლებლებისთვის.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

ქართული ენის სტანდარტი ცალკე დამტკიცდება - განათლების მინისტრი

ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება

გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება