სიახლეები
ეტალონი

„პროექტი ახალგაზრდების ინტეგრაციას უწყობს ხელს“ - აფხაზეთის ა/რ სკოლებში „ეტალონის“ პირველი ტური ჩატარდა
30-03-2018
-
+


აფხაზეთის ა/რ  სკოლებში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.

„ეტალონის“ ტესტირების პირველი ეტაპის ორგანიზებაში აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტრო იყო ჩართული, სკოლების წარმომადგენლებთან ერთად.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ა/რ ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.

პირველი ტური სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად გაიმართა.

მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.

აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს განათლების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსი ნინო ლობჟანიძე:

„ეტალონთან“ რამდენიმე წელია წარმატებით ვთანამშრომლობთ. დიდია მოსწავლეების დაინტერესება ინტელექტ-ჩემპიონატის მიმართ. ტესტირების პირველმა ეტაპმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. მეორე ტურში გადასულ მოსწავლეებთან ერთად 11 აპრილის ინტელექტ-ჩემპიონატში ოკუპირებული გალის რაიონიდან მიიღებენ ბავშვები მონაწილეობას. პროექტი ახალგაზრდების ინტეგრაციას, სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალიბებასა და ცოდნის წარმოჩენას უწყობს ხელს.“

აფხაზეთის N3 საჯარო სკოლის დირექტორი და „ეტალონის“ პედაგოგი სვეტლანა რურუა:

„მოხარული ვარ „ეტალონში“ ჩვენი მოსწავლეების აქტიური და წარმატებული ასპარეზობით. პროექტი ბავშვებს სამოქალაქო აზროვნებას უყალიბებს და უკეთ სწავლის სტიმულს აძლევს, ასევე, კარგად წარმოაჩენს სკოლებისა და პედაგოგების შრომის შედეგს. მეტ წინსვლას ვუსურვებ „ეტალონსა“ და მონაწილეებს.“

აფხაზეთის N11 საჯარო სკოლის დირექტორი მზევინარ გელანტია:         

„პროექტი ნამდვილად ამართლებს თავის ეროვნულ-საგანმანათლებლო მნიშვნელობას. ტესტირების პირველმა ეტაპმა მშვიდად და სამართლიანად ჩაიარა. „ეტალონის“ მიმართ მაღალია მოსწავლეთა ინტერესი და ჩართულობა. იმდენად დიდი იყო ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველთა რიცხვი, რომ შიდასასკოლო „ეტალონის“ მოწყობის იდეა გაჩნდა. პროექტი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ჩვენს მოსწავლეებს აყენებს სინათლის გზაზე“.

აფხაზეთის N11 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ლერი ლემონჯავა:

„წლებია, პროექტის დიდი გულშემატკივარი ვარ და მახარებს „ეტალონში“ ბავშვების ყოველწლიურად სულ უფრო მეტი ჩართულობა, თუმცა უკეთეს შედეგებს ველი მოსწავლეებისგან. ძალიან დაგვაკლდა პროექტი სატელევიზიო სივრცეში რომ არ გადის და ველით მის დაბრუნებას“.

აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი სოფიო გოგოხია:

„ბავშვები მოუთმენლად ელიან ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობას. ტესტირების პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა, გამოვლინდნენ გამორჩეული მოსწავლეები. „ეტალონი“ ახალგაზრდებს ცოდნისა და საკუთარი თავის წარმოჩენის საშუალებას აძლევს და მათ გონებრივ თუ დროით რესურსს შემეცნებისკენ მიმართავს.“

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.

 ჩოლურის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება

 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება