სიახლეები
სკოლები

ბარდნალის საჯარო სკოლის 6 პედაგოგის წარმატება მასწავლებელთა შემაჯამებელ კონფერენციაზე
02-08-2022
-
+


ლადო ასათიანის სახელობის, ცაგერის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბარდნალის საჯარო სკოლის ექვსი პედაგოგი 28-29 ივლისს გამართულ მასწავლებელთა შემაჯამებელ კონფერენციაში მონაწილეობდა.

პედაგოგებმა კოლეგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.

„ექვსი პრეზენტატორი ეროვნულ კონფერენციაზე ერთი (ჩვენი) სკოლიდან. ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში 2021-2022 წლის სასწავლო გეგმის დანერგვის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, 28 -29 ივლისს ჩატარდა შემაჯამებელი ეროვნული კონფერენცია.

კონფერენცია ონლაინ რეჟიმში პანელური დისკუსიების ფორმატში წარიმართა და მასში მონაწილეობა ლადო ასათიანის სახელობის ბარდნალის საჯარო სკოლის ექვსმა მასწავლებელმა მიიღო, რაც, მართლაც, საუკეთესო შედეგია! მათ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს სიახლეებით დაინტერესებულ კოლეგებს. აი, ისინიც:

  1. მთვარისა ახვლედიანი - (ლიდერობა);
  2. ნათია ხაბულიანი - (ქართული ენა და ლიტერატურა);
  3. ნანი ქარსელაძე - (მათემატიკა);
  4. თეონა ფრუიძე - (ინგლისური ენა);
  5. ლამზირა ონიანი - (ქიმია);
  6. მზევინარ მეშველიანი - (მუსიკა).
მადლობა თითოეულ თქვენგანს თავდაუზოგავი შრომისათვის და ჩვენი შედეგად ჩვენი სკოლის ასე ღირსეულად წარმოჩენისათვის! კვლავაც მრავალი წარმატების სიხარული განგვეცადოს, მეგობრებო!

მადლობა განათლების სამინისტროს საინტერესო პროექტისა და კონფერენციის ორგანიზებისთვის!

მადლობა საგნობრივ ექსპერტებს აქტიური თანამშრომლობისთვის!

მადლობა ცაგერის საგანმანათლებლო რესურცენტრს, ირაკლი სილაგაძეს ჩვენს მიერ გაწეული შრომის აღიარებისთვის!“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ელექტრონული ანკეტის შევსების ვადები ცნობილია - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

რა ინფორმაცია აქვს სკოლას მოსწავლისა და მშობლის შესახებ

პედაგოგებისთვის 250 ლარია გამოყოფილი - ვის ეხება დაფინანსება

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაცია

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები
ლენჯერის N1 საჯარო სკოლის   საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწაველთა ერთობლივი პროექტი, საქართველოს მეფეების შესახებ გრძელდება
საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება