დირექტორმა კურსდამთავრებულებს წარმატება, მუდმივი განვითარება და საკუთარი თავის შეცნობა უსურვა.
აღსანიშნავია, რომ „პროგრესში“ მოსწავლეთა ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული გარემოა შექმნილი და ისინი წლების განმავლობაში არაერთ წარმატებას აღწევენ.
„პროგრესელებო! გილოცავთ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას. ვფიქრობ, ახალი გამოწვევებისთვის ჩვენმა სკოლამ უკვე შეგამზადათ, გაგხადათ თანამედროვე სამყაროს ნაწილი, სადაც შეგიძლიათ თქვენი წვლილი შეიტანოთ მსოფლიოს სამომავლო განვითარებაში. როდესაც გამოწვევების წინაშე დადგებით, გახსოვდეთ, რომ ყველაფერს შეძლებთ, რადგან თქვენ ხართ სკოლა „პროგრესის" კურსდამთავრებულები. სკოლის, რომლის კედლებშიც რთულ გამოცდებს უმკლავდებოდით, იღებდით არაფორმალურ განათლებას, წარმატებით მონაწილეობდით და იმარჯვებდით სხვადასხვა საგანმანათლებლო კონკურსსა თუ ოლიმპიადაში, დაუმეგობრდით და ურთიერთობები დაამყარეთ თქვენგან განსხვავებულ ადამიანებთან და ბოლოს - ჩამოყალიბდით თქვენი თავის უკეთეს ვერსიებად. შესაბამისად, დიდი თავდაჯერებით შემიძლია ვთქვა, რომ თქვენში მყარი საფუძველი დევს იმისა, რომ ცხოვრების ნებისმიერ გამოწვევას ღირსეულად და წარმატებით გაუმკლავდეთ.
მე კი, ჩემი მხრივ, მინდა, რომ დღეიდან სკოლა „პროგრესი" თქვენს დიდ მეგობრად იგულოთ და პირადად ჩემგან რამდენიმე მოკრძალებული რჩევა მიიღოთ:
იყავით თქვენი ცხოვრებითა და მიღწევებით მაგალითი სხვებისთვის;
დააწესეთ საზღვრები, რომლის ფარგლებშიც გსურთ, რომ დანარჩენ სამყაროსთან გქონდეთ ურთიერთობა;
მიეცით სხვებს წინსვლისა და ზრდის მოტივაცია;
იმუშავეთ თქვენს ემოციურ ინტელექტზე;
გქონდეთ მყარი და ძლიერი ხედვები;
არ შეწყვიტოთ საკუთარი თავის განვითარება;
კარგად გაიცანით თქვენი თავი;
იყავით თქვენი საქმის პროფესიონალები;
ისწავლეთ შეცდომებისგან;
იპოვეთ ადამიანი, რომელიც მაგალითს მოგცემთ
არ შეუშინდეთ ახალ გამოწვევებს, აკეთეთ სიკეთე და იყავით მეგობრულები, მიჰყევით თქვენს ოცნებებს და დაიჯერეთ საკუთარი შესაძლებლობების. ჩვენ გვჯერა თქვენი პროგრესულობის, გვჯერა, რომ წარმატებით დაძლევთ ახალ გამოწვევებს და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ არა მარტო ჩვენი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოს კეთილდღეობაში“,- წერს ნინა ჩიკვაშვილი.
იხილეთ ფოტოები: