მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვანის N1 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, ყველაფერს აკეთებს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განთლება და ორმაგად სასიხარულოა, როდესაც ამ ტიტანურ შრომას ბავშვებიცა და მშობლებიც ხედავენ.
დაგვეთანხმებით, მასწავლებლისთვის ყველაზე დიდი ჯილდო მოსწავლის წარმატება და მადლიერების სიტყვებია, რომელსაც ოქროს ფასი აქვს.
ვანის N1 საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა 2021-2022 სასწავლო წელი წარმატებით დაასრულეს, სექტემბრიდან უკვე გაზრდილები დაუბრუნდებიან მშობლიური სკოლის კედლებს, თუმცა არასოდეს დაივიწყებენ პირველ მასწავლებელს, უსაყვარლეს დამრიგებელს, რომელიც ამაყად შეუძღვა ცოდნის ტაძარში და ძალიან, ძალიან ბევრი რამ ასწავლა.
მოსწავლეების მშობლები კლასის დამრიგებელს ეკა გეგუჩაძეს, გაწეული შრომისთვის, მადლობას უხდიან. მადლობის წერილი სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მშობელმა გამოაქვეყნა, რომელსაც Etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:
„ყველაზე ძვირფასს, ყველაზე ერთგულსა და საიმედოს ჩვენი შვილების კლასის დამრიგებელს ეკა გეგუჩაძეს!!
მასწავლებლობა ხომ მარტო საგნის კარგად ცოდნა არ არის ეს დიდი და თავდაუზოგავი შრომაა, რომ სხვისი შვილები სწორად აღზარდო რითაც ნამდვილად ვამაყობთ ეს ჩვენი ეკა მასწავლებელია და ვანის პირველი საჯარო სკოლა, სადაც ჩვენი შვილები იზრდებიან.
სკოლის ლამაზად მორთული ეზო, სტუმრები, ბევრზე ბევრი ურთიერთობა, მშობლების ფუსფუსი, ღიმილი, სიხარული, ბევრი, ბევრზე ბევრი ცრემლი, სიხარულის ცრემლი, მონატრების, განშორების, არც ისე ბევრი ხალხი, მხოლოდ ახლობლები, გულწრფელი მოლოცვები, რეალური ისტორიები და უამრავი დაგეგმილი, თუ დაუგეგმავი სიურპრიზებით სავსე დღე. დღე რომელიც ჩვენს შვილებს აჩუქა ეკა მასწავლებელმა, აჩუქა ჩვენმა სკოლამ..
ეკა მასწავლებელო - ჩვენ ეს ყველაფერი გვაბედნიერებს, თქვენით ვამაყობთ, რომ ასეთი შეუდარებელი ხართ!..
მიიღეთ ჩვენი გულწრფელი მადლობა გაწეული შრომისთვის თქვენც და ყველამ, ვინც იშრომა და მომავალშიც კვლავ მუხლჩაუხრელად უნდა იშრომონ ჩვენი შვილებისთვის...
მადლობა, დიდი მადლობა“,- წერს ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს...
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას