მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მესხეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის განმავლობაში არაერთ აქტივობასა და ღონისძიებაში მონაწილეობენ, საუკეთესო აკადემიური შედეგები აქვთ, არაფორმალური განათლების მიმართულებითაც ვითარდებიან და გარემოსდაცვით პროექტებშიც დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ.
მესხეთის საჯარო სკოლაში პროექტის - „თანამშრომლობა სუფთა გარემოსთვის" ფარგლებში, მე-5, მე-6, მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებს ტრენინგი ჩაუტარდათ.
მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა ნარჩენებისგან სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნივთი შექმნეს. მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეებმა ბიოლოგიური ნარჩენების თავიანთ სასარგებლოდ გამოყენების შესახებ ანიმაციური ფილმი ნახეს.
აქტივობაში ყველა მონაწილე დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთო.
„ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო. მადლობა ტრენერებს“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს შაუმიანის N3 საჯარო სკოლის დირექტორი აიდა აზატინი პასუხობს
რომ პროექტი გულისხმობს გოგონების მომზადებას პროგრამირებასა და მეწარმეობაში
საზეიმოდ მორთულ საკლასო ოთახებში, მომღიმარი პედაგოგები მეგზურობას უწევდნენ ინტერესით თვალებგაფართოებულ პირველკლასელებს