სიახლეები
სკოლები

„სკოლის ხელმძღვანელობა უამრავ გამოწვევას უკავშირდება“- ინეზა ჩიკაშუა, მამათის საჯარო სკოლის დირექტორი
03-08-2022
-
+


სკოლის ხელმძღვანელობა რომ ძალიან რთულია, ამაზე სასკოლო საზოგადოება თანხმდება. დირექტორები ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ სკოლაში ატარებენ და მათ დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ, როგორც მოსწავლეების, ასევე საკუთარი თანამშრომლების წინაშე. 

etaloni.ge დაინტერესდა, თუ რა სირთულეებს უკავშირდება პროფესია - „დირექტორი“ და სწორედ ამის გასაგებად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათის საჯარო სკოლის დირექტორს, ინეზა ჩიკაშუას დავუკავშირდით, როომლის განცხადებით, სკოლის ხელმძღვანელობა ორმაგი პასუხისმგებლობაა და ადამიანისგან ბევრ შრომას მოითხოვს:

„სირთულეები მეტ-ნაკლებად ყველა პროფესიას ახლავს და სანამ შენზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას მიეჩვევი, გაიაზრებ ალბათ, უფრო დასაწყისშია ძნელი. სკოლა უფრო სხვა სპეციფიკაა და შენს მეგობრებს, თანამშრომლებს ხელმძღვანელად, რომ მოევლინები აქ უკვე ბევრი დაფიქრება გმართებს. რთულია, რომ რაიმე ისეთი არ გააკეთო, რაც არასწორი იქნება. დირექტორობა ორმაგი პასუხისმგებლობაა და უამრავ გამოწვევას უკავშირდება.

რთული პროფესიაა „დირექტორი“ . უნდა იყო ყველა სფეროში ინფორმირებული, შეგეძლოს კოლეგებსა და ბავშვებთან ურთიერთობა. ასევე, მოითხოვს მენეჯმენტური უნარების განვითარებას. დირექტორს ძალიან ბევრი რამ ევალება.

პირადად მე, კარიერის განმავლობაში კონკრეტული სირთულე არ მახსენდება. ძალიან კარგი გუნდი მყავს და თუ რაიმე ისეთი იყო, რომელსაც გვერდში დგომა სჭირდება ჩემი თანამშრომლებისგან ეს ვიგრძენი. სადაც კარგი გუნდია, იქ სირთულე ნაკლებად არის“.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები

რომ პროექტი გულისხმობს გოგონების მომზადებას პროგრამირებასა და მეწარმეობაში



საზეიმოდ მორთულ საკლასო ოთახებში, მომღიმარი პედაგოგები მეგზურობას უწევდნენ ინტერესით თვალებგაფართოებულ პირველკლასელებს

პედაგოგებმა ისაუბრეს  ახალი სასწავლო წლის გეგმებზე, მიზნებსა და მომავალ საქმიანობაზე 

ამ ინფორმაციას სკოლა დიდი სიხარულითა და სიამაყით გვიზიარებს



კონფერენციაზე მასწავლებლებმა სკოლისა და სწავლა-სწავლებისთვის აქტულური თემები წარადგინეს








სიახლეები
საზოგადოება