სიახლეები
სიახლეები

„საჭმელი, წამლები...“ - პირველივე, რაც 10 წლის მიხაილომ გვითხრა, თუ რა სჭირდებოდა ეს იყო“ - PHR-მა სასამართლოს მიმართა
04-08-2022
-
+


არასამთავრობო ორგანიზაციამ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) უკრაინელი ბავშვებისთვის თავშესაფრისა და აუცილებელი პირობების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა. ორგანიზაცია წერს, რომ პირველ აგვისტომდე 9 და 10 წლის ძმები დედასთან ერთად საქართველოში სასტუმორში ცხოვრობდნენ, თუმცა მთავრობამ ისინი ქუჩაში, მშიერი დატოვა.

2022 წლის 24 თებერვალი განსხვავებულად გათენდა 9 წლის ვოლოდიმირისა და 10 წლის მიხაილოსთვის* (* ბავშვების სახელები შეცვლილია კონფიდენციალურობიდან გამომდინარე). ისევე როგორც მილიონობით უკრაინელი ბავშვის, მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. თითქმის ყოველ დღე ისმოდა საჰაერო განგაში, რასაც რუსეთის მხრიდან ბავშვების ქალაქში ბომბების ჩამოყრა მოჰყვებოდა. ძმებმა ერთი კვირა სარდაფიდან გამოუსვლელად გაატარეს. 2022 წლის ივნისში დედამ საქართველოში წამოსვლის გადაწყვეტილება მიიღო და 13 ივნისს ჩამოვიდა.  

2022 წლის პირველ აგვისტომდე ვოლოდიმირი და მიხაილო* უკრაინიდან ჩამოსული ლტოლვილებისთვის განკუთვნილ სასტუმროში ცხოვრობდნენ, სადაც სამჯერადი კვებით იყვნენ უზრუნველყოფილნი, თუმცა პირველ აგვისტოს საქართველოს მთავრობამ ბავშვები დედასთან და კიდევ ათობით სხვა უკრაინელთან ერთად ქუჩაში და ფაქტობრივად მშიერი დატოვა, - წერს ორგანიზაცია. 

PHR-ის ცნობით, პირველივე, რაც 10 წლის ბიჭმა მათ უთხრა, თუ რა სჭირდებოდა იყო - "საჭმელი, წამლები... საცხოვრებელი", ასევე, თქვა, რომ ძალიან უნდოდა სათამაშოები.

ჩამონათვალში ძმაც აჰყვა - კალათბურთის ბურთი უნდოდა, პლანშეტი და სკუტერი და კიდევ მრავალი სათამაშო, რომელიც 9 და 10 წლის ბავშვებს უნდათ. შუა ლაპარაკისას ერთ-ერთი საკვები მაღაზიის სარეკლამო ბუკლეტები მოგვიტანეს და დაგვიტოვეს. ბავშვებმა თვალიერება დაიწყეს, ბავშვები ჩიფსებს, ძეხვებს თითებს ადებდნენ და თან დედას ეჩურჩულებოდნენ. დედა უხერხულად იღიმოდა. საუბრისას ასევე გაირკვა, რომ წინა სასტუმრო, სადაც განთავსებული იყვნენ დედა და ძმები, აეროპორტთან ახლოს მდებარეობდა, თვითმფრინავის ხმაზე ბავშვები შიშით კრთებოდნენ და შფოთვა ეწყეოდათ, - წერს ორგანიზაცია.

ორგანიზაციამ სამ აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით დროებითი განჩინების გამოცემის შესახებ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

ქართული ენის სტანდარტი ცალკე დამტკიცდება - განათლების მინისტრი

ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება

გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება