სიახლეები
სიახლეები

ბრძანება, რომელზეც ქუთაისის ბაღების თანამშრომლებს ხელი მოაწერინეს - „შესაძლოა გათავისუფლდეთ დაკავებული თანამდებობიდან“
04-08-2022
-
+


ქუთაისის საჯარო ბაღებში რეორგანიზაცია გამოცხადდა და თანამშრომლებს პირობებიც უკვე გააცნეს. ამაში უცნაური არაფერი იქნებოდა, რომ არა დოკუმენტის შინაარსი, სადაც შავით თეთრზე წერია - რეორგანიზაციის პროცესში შესაძლოა თქვენ გათავისუფლდეთ დაკავებული თანამდებობიდან, ამ ყველაფერს კი ხელს ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, დავით წიტაიშვილი აწერს.

„ქუთაისის ბაგა ბაღების გაერთიანების დირექტორის ბრძანებით, ააიპ სტრუქტურის ოპტიმიზაციის მიზნით, 27.07.2022 წლიდან დაიწყო სტრუქტურული რეორგანიზაციის პროცესი, შესაბამისად დაგეგმილია ორგანიზაციული ცვლილებები, რა დროსაც შესაძლოა აუცილებელი გახდეს სამუშაო  ძალის შემცირება და მოხდეს თქვენი სამუშაოდან გათავისუფლება (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა)

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 47-ე მუხლის, პირველი პუნქტის „ა“ და „ო“ ქვეპუნქტებისა და 48-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე შესაძლოა გათავისუფლდეთ დაკავებული თანამდებობიდან ამასთან, სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ 48-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოგეცემათ კანონით განსაზღვრული კომპენსაცია“, - ესაა ბრძანება, რომელზეც ხელი ქუთაისის საჯარო ბაღების ყველა თანამშრომელს მოაწერინეს.

საინტერესოა, რას აპირებს ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლება, ბაგა-ბაღების სააგენტო, რას ნიშნავს ბრძანების შინაარსი და მართლაც უშვებენ თუ არა ბაღების თანამშრომლებს სახლში?! - ამ კითხვებით etaloni.ge-მ ქუთაისის ბაგა ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს, დავით წიტაიშვილს მიმართა. დიალოგს უცვლელად გთავაზობთ:

- ბატონო დავით, რატომ გადაწყდა რეორგანიზაცია და რას ნიშნავს ბრძანების ტექსტი?

- გაუგებარია, რატომ ატყდა ასეთი აჟიოტაჟი კონკრეტულად ბაღებთან დაკავშირებით, რადგან რეორგანიზაცია ზოგადად, ქუთაისის ყველა ააიპ-ში გამოცხადდა... ეს პროცესი 1 აგვისტოდან დაიწყო...

- აჟიოტაჟი იმიტომ ატყდა, რომ შესაძლოა ეს ხალხი უმუშევარი დარჩეს!

- ასე არ ვიტყოდი... გამოცხადდა რეორგანიზაცია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ თანამშრომლების გათავისუფლება უნდა მოხდეს.

- თანამშრომლების გათავისუფლება რეორგანიზაციის თანმდევია, ბატონო დავით, საჯარო მოხელემ, წესით, ეს ჩვენზე უკეთ იცით...

- გასაგებია, მაგრამ მე, როგორც ბაღების გაერთიანების დირექტორს, შემიძლია თამამად გითხრათ - უკანონოდ, არავის გათავისუფლება არ მოხდება... ბრძანება აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს გააცნეს და სწორედ მას მოაწერეს ხელი, თუმცა ზოგმა ჩათვალა, რომ გათავისუფლების ბრძანებას აწერდა ხელს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. არავინ აპირებს, 1780 თანამშრომელი რომელიც ბაღებს ჰყავს, სახლში გაუშვან.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

ქართული ენის სტანდარტი ცალკე დამტკიცდება - განათლების მინისტრი

ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება

გეგმური და არაგეგმური შემოწმებები საჯარო და კერძო სკოლებში - რა წერია დოკუმენტში

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება