მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
სანამ ყველა გამოცდის შედეგები დაიდება, აბიტურიენტებისთვის თითოეულ სიტყვას უდიდეს მნიშვნელობა აქვს. ნიკოლოზ ტოტოღაშვილი, რომელიც დღეს წარმატებული ექიმია, სოციალურ ქსელში ეროვნულებზე საკუთრ მცირე „წარუმატებლობას“ იხსენებს და აპლიკანტებს, ვინც სასურველი შედეგი ვერ მიიღო, ამხნევებს. პოსტს Etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:
ეროვნულ გამოცდებზე ყველა საგანში მაღალი ქულა ავიღე, დარჩენილი იყო მხოლოდ ქართული, არავინ ნერვიულობდა.(მიხვდებით რატომაც)
პროგრამა რომ გავხსენით 36 ქულა დაგვხვდა, ესე და ტექსტის ანალიზი გამიუქმეს.
ძალიან მრცხვენოდა, ამის გამო პირველივე წელს ჩემთვის სასურველ ფაკულტეტზე ვერ მოვხვდი და მეგონა, რომ ყველას ვისაც ჩემი სჯეროდა, იმედები გავუცრუე, მაგრამ მერე აღმოჩნდა, რომ უბრალოდ წერისას იმ ჩარჩოებს გავცდი, რასაც ჩემგან ითხოვდნენ და ნაწერი მართლაც საოცრად კარგი იყო, მაგრამ, არა შესაფერისი ეროვნული გამოცდებისთვის.
არ მახსოვს ვინმეს საყვედური დასცდენოდა, მით უმეტეს მშობლებს და სწორედ მათი მხარდაჭერით შევძელი, ვყოფილიყავი იქ, სადაც ახლა ვარ.
აწ უკვე ჩაბარებულებს და მათაც, ვინც ეს ვერ მოახერხა, კი ვურჩევ, რომ არასდროს მოახდინოს გავლენა უბრალოდ ქულამ მათ მიზნებზე, რადგან შეფასების ქულა არასდროს გამოხატავს მათ განათლებას, ცოდნას და შესაძლებლობებს, აქციეთ არსებული ფაქტი მოტივაციად და უფრო ძლიერები დაბრუნდით
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ