სიახლეები
სკოლები

ჩრდილების თეატრის ფესტივალი შაუმიანის N1 საჯარო სკოლაში
05-08-2022
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N1 საჯარო სკოლაში ბილინგვური განათლების გუნდმა 2021-2022 სასწავლო წელი მხიარული და საინტერესო აქტივობით დაასრულა.

არაფორმალური განათლების კუთხით (სხვა მრავალ აქტივობასთან ერთად) ჩატარდა - „ჩრდილების თეატრის ფესტივალი“, სადაც როგორც ქართულ ასევე სომხურ ენაზე 7 მინისპექტაკლი წარადგინეს.

მე-2, მე-3, მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეებმა და დამრიგებლებმა: სუზი გალუსტიანმა, ნადია პარავიანმა, ვიოლეტა სარგისიანმა, არპინე ბადალიანმა და ნვართ გალუსტიანმა დამხმარე მასწავლებელ ანჟელა ხაჩატურიანთან ერთად მაყურებელს სახალისო და საინტერესო სანახაობა აჩუქეს მაყურებელს.

ფესტივალზე, რომელიც ბილინგვური სწავლების კოორდინატორმა, ნანა ჭიტაძემ გახსნა, საპატიო ჟიურის წევრად მოწვეული იყო ცნობილი მეთოჯინე არმენ ჰოვანესიანი; მან შეაფასა ნამუშევრები და აღნიშნა რომ ყველა მინიატურა კარგი იყო; განსაკუთრებით მოეწონა - „სოფლის მაშენებლები“ (ხალხური ზღაპარი) და „დიდმარხვა“ (თუმანიანი); მონაწილეებს, მოსწავლეების მიერ დამზადებული სუვენირები (თაბაშირისგან დამზადებული ჩარჩოები) გადაეცათ.

სკოლის დირექტორმა, არტუშ ურუმიანმა მადლობა გადაუხადა სკოლის ბილინგვურ გუნდს; დირექტორმა  არაფორმალური განათლების მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

იხილეთ ვიდეომასალა:




კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

პიროვნება

„ვისაც წელს არ გაუმართლა და ვერ გახდნენ სტუდენტები, ვეტყოდი, რომ არასდროს დანებდნენ! ადამიანი არის საოცარი ქმნილება, რომელსაც შეუძლია არ დანებდეს 


სკოლები

რომ პროექტი გულისხმობს გოგონების მომზადებას პროგრამირებასა და მეწარმეობაში



საზეიმოდ მორთულ საკლასო ოთახებში, მომღიმარი პედაგოგები მეგზურობას უწევდნენ ინტერესით თვალებგაფართოებულ პირველკლასელებს

პედაგოგებმა ისაუბრეს  ახალი სასწავლო წლის გეგმებზე, მიზნებსა და მომავალ საქმიანობაზე 

ამ ინფორმაციას სკოლა დიდი სიხარულითა და სიამაყით გვიზიარებს



კონფერენციაზე მასწავლებლებმა სკოლისა და სწავლა-სწავლებისთვის აქტულური თემები წარადგინეს








სიახლეები
საზოგადოება