სიახლეები
სამასწავლებლო

„პედაგოგების 90% მეუბნება, რომ ტესტები რთული არ იყო“- დირექტორები მასწავლებლების გამოცდების შესახებ საუბრობენ
05-08-2022
-
+


მასწავლებელთა გამოცდები წელს 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისს დასრულდა. პედაგოგებისთვის ივლისის თვე მეტად დატვირთული იყო. მასწავლებლები საგამოცდო ციებ-ცხელების შემდეგ ახლა, შედეგებს ელოდებიან.

სანამ ტესტების ქულები ცნობილი გახდება etaloni.ge დაინტერესდა, გამოცდების შემგომ მასწავლებლებში როგორი განწყობაა და ამის გასარკვევად, სხვადასხვა საჯარო სკოლის დირექტორებს მივმართეთ.

ლეილა ქოჩორაშვილი, ყვარლის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი სკოლიდან გამოცდებზე წელს 4 პრაქტიკოსი პედაგოგი გავიდა დანარჩენი ყველა უფროსია, ხოლო სამი - წამყვანი. გამოცდების შემდგომ ჩემს პედაგოგებს ვესაუბრე, რათა მათი განწყობა გამეგო. უფრო საკუთარი თავით იყვნენ უკმაყოფილოები, ვინაიდან, თვლიდნენ უკეთესად შეეძლოთ. მაგალითად ერთ-ერთი ამბობდა, რომ მათემატიკაში რაღაც კარგად ვერ გამომივიდაო, ისტ-ის გამოცდაზე ვინც გავიდა მან აღნიშნა, რომ პრაქტიკულზე დრო არ ეყო, თუმცა თეორიული ნაწილით კმაყოფილი იყო. ვნახოთ, როგორი შედეგები იქნება. ისეთი საკითხები, რომლებსაც მასწავლებლები არ ელოდნენ მათი ნათქვამიდან ვიცი, რომ არ იყო. ასევე ვფლობ ინფორმაციას, რომ გამოცდებისთვის ემზადებოდნენ.

პირადად მე უფროსი სტატუსი მაქვს, ასევე დირექტორის თანამდებობა მიკავია. ზოგადად ვთვლი, რომ გამოცდაზე, თუ გადიხარ სათანადოდ უნდა იყო მომზადებული - გჯეროდეს საკუთარი თავის, რომ გახვალ შედეგსაც დადებ. მე ჩემი დირექტორობის საქმიანობიდან გამომდინარე, გამოცდისთვის ვერ მოვემზადე. 

რაც შეეხება, დირექტორებისთვის დაგეგმილ გამოცდებს, სავარაუდოდ არ გავალ, რადგან ორჯერ არჩეული დირექტორი ვარ და კანონის შესაბამისად ჩემს სკოლაში მუშაობის გაგრძელების უფლება აღარ მექნება. სხვაგან წასვლის სურვილი კი ასაკიდან გამომდინარე არ მაქვს. ამ ეტაპზე ასე ვფიქრობ, რომ გამოცხადდება მერე რა იქნება არ ვიცი.

ელისო ჯიბლაძე, ქუთაისის N15 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი სკოლიდან მენტორობისა და სპეციალური მასწავლებლის მიმართულებით წელს გამოცდებზე 4 პედაგოგი გავიდა. თავად კმაყოფილები იყვნენ, რადგან თვლიან ტესტებს კარგად გაართვეს თავი და საინტერესოდ იმუშავეს. მათთან კომუნიკაცია მქონდა და ვიცი, იმედიანად არიან განწყობილნი და შედეგებს ელოდებიან. გამოცდების შემდგომ მათი მდგომარეობა მოვიკითხე, როგორ გრძნობდნენ თავს და შთაბეჭდილებები გამიზიარეს. მე ორ საგანში სერტიფიცირებული და მენტორის სტატუსის მქონე ვარ. წელს გამოცდაზე არ გავსულვარ. 

დირექტორების გამოცდას რაც შეეხება, კარგია, რომ გადაწყდა მისი ჩატარება. გამოცდების გადადებას ბევრი ხელის შემშლელი მიზეზი ჰქონდა, მაგალითად პანდემიამ, რომელმაც ამ პროცესების განხორციელებას ხელი შეუშალა. პირად მე სერტიფიცირებული დირექტორი ვარ და არსებული კანონმდებლობის მიხედვით, ალბათ არ მეკუთვნის გამოცდაზე გასვლა. თუ რაიმე შეიცვლება, შემდგომ იმის მიხედვით მოვიქცევი. დირექტორების გამოცდასთან დაკავშირებით პოზიტიური განწყობა მაქვს და ვფიქრობ, წინ ძალიან საინტერესო პროცესები გველოდება.

იულო ხელაძე, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი სკოლიდან წელს წამყვანობის სტატუსის მისაღებად როგორც ვიცი 4-5 პედაგოგი გავიდა. შედეგები ჯერ არ ვიცით, მაგრამ კმაყოფილები არიან. მქონდა გამოცდების შემდეგ მათთან კომუნიკაცია და მოლოდინები სკოლაში კარგია. მათი ინფორმაციით გამოცდები არც ისეთი რთული იყო. 

გიორგი ოსაძე, ქუთაისის N17 საჯარო სკოლის დირექტორი:

სკოლიდან სტატუსის ამაღლების მიზნით, გამოცდებზე დაახლოებით 35 პედაგოგი გავიდა; ძირითადად წამყვანობაზე და მენტორობაზე. გამოცდების შემდგომ მათთან კომუნიკაცია მქონდა და მოლოდინი აქვთ, რომ გახდებიან მენტორები და წამყვანები. ვიცი, საკმაოდ მომზადებულები გავიდნენ ტესტებზე. ის რაც შეხვდათ ამისთვის მაქსიმალურად მზად იყვნენ. ვნახოთ რა იქნება, შედეგებს ველოდებით. პედაგოგების 90% მეუბნება, რომ ტესტები რთული არ იყო და თვლიან, რომ კარგად დაწერეს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება