სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

ლექსები, რომელთა ცოდნაც მოსწავლეებს 15 სექტემბრისთვის გამოადგებათ
28-08-2022
-
+


სასკოლო არდადეგების დასრულებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. უკვე მოახლოვდა ის პერიოდი, როდესაც მოსწავლეები სწავლას დაუბრუნდებიან. ამ დღეს სკოლებში, როგორც წესი, ღონისძიებები და აქტივობები ეწყობა. მოსწავლეები მონატრებულ პედაგოგებს ნახულობენ, პირველკლასელები კი თავიანთ მასწავლებელს პირველად ხვდებიან. 

ჩვენ გთავაზობთ ლექსებს, რომელთა ცოდნაც მოსწავლეებს 15 სექტემბრისთვის გამოადგებათ.

„მასწავლებელი“ (ანი კაპანაძე)

დღეს პირველად მივდივართ
მე და დედა სკოლაში,
იქ დამხვდება ღიმილით თაობათა გვირგვინი!
შემომხედავს თვალებში
სულს ამივსებს სიკეთით,
წიგნს აიღებს, გადაშლის
ჩემი დიდი მკითხველი. 

„კარგად უნდა ვისწავლო“ (სოფო გასიტაშვილი)

დილით ადრე გაღვიძება
არ ყოფილა ადვილი,
მაგრამ სკოლაში მელიან
მეგობრები ნამდვილი.
თოჯინებთან განშორება
დროა, აღარ ვიჯავრო,
უკვე დიდი გოგო ვარ და
კარგად უნდა ვისწავლო.

„გიყვარდეს წიგნი“ (ალეკო შენგელია)

გიყვარდეს წიგნი -ძვირფასი განძი,
ცოდნის სარკე და ბუნების კარი,
მთელს ქვეყანას რომ გვიხატავს თვალწინ
და გზას გვინათებს, როგორც ლამპარი!
გიყვარდეს წიგნი, მისი პატარა
ჯარისკაცები - ანბანთ კრებული,
ცოდნის სანატრელ გზით რომ გვატარებს,
ლამაზ სიტყვებად გამწკრივებული!
გსურს ასახელო მშობელი მხარე,
მას ემსახურო საქმით და ფიქრით?
ამისთვის წიგნი აგიხელს თვალებს,
ამისთვის უნდა გიყვარდეს წიგნი!
გიყვარდეს წიგნი! - გონების თვალით
რომ სახავს, გვაცნობს ქვეყნის ცხოვრებას!
გიყვარდეს წიგნი და შენი ვალი
ყოველ ნაბიჯზე გემახსოვრება!

„ანა ანბანს სწავლობს“ (ნესტან კუპრავა)
 
არა გახარებთ განაო?-
ანბანს სწავლობს ანაო.
სხაპასხუპით რაკრაკებს
„იას“, „აი იასო,“
წიგნს კითხულობს გოგონა
ლამაზფურცლებიანსო.
სიხარულით ისწავლა
მშობლიური ანბანი,
ყველას უნდა ვუამბო
მისი გარჯის ამბავი,
თუ როგორ გაიხარა,
თუ როგორ გაიხარა,
სიტყვები რომ ისწავლა
მან მძივებად ასხმული:
„დედაენა,“ „სამშობლო,“
„საქართველო,“ „მამული.“

„უცოდინრობის წამალი“ (მანანა ტონია)

დილით, მეზღაპრე გუდითა,
თურმე, ესტუმრა ბავშვებსა,
წიგნებიც მისცა ფუთითა,
და კიდეც ათამაშებსა.
მეზღაპრემ როს შეამოწმა ,
როგორ სწავლობენ ანბანსა,
არ მოეწონა ცოდნა და,
დასხა, უყვება ამბავსა: -
უცოდინრობა სენია,
ის ემართებათ ზარმაცებს,
ლონდრეებს,მძინართ და არა,
ბეჯითებს, ცქვიტებს,მამაცებს.
განიკურნება ადვილად,
მე ვიცი მისი წამალი:
მოსწავლე უნდა დგებოდეს,
როცა იყივლებს მამალი.
სკოლაში ყური დაუგდოს
მან მასწავლებლის საუბარს,
და არა თავის მეგობრებს
ფუჭი ბაასი გაუბას.
წეროს და წიგნი იკითხოს,
იკითხოს ბევრზე ბევრიო,
მერწმუნეთ მალე გახდება,
მეწინავეთა წევრიო.
ბავშვებმა არც კი იციან,
უცოდინრობა სენია,
მას, მხოლოდ წიგნი განკურნავს,
ადვილად მოსარჩენია.
ფუთა გახსნა და ყველანი,
დაასაჩუქრა წიგნებით:
-და როცა კვლავაც გეწვევით,
წარჩინებულნი იქნებით.

„ტყეში სკოლა გაიხსნა“ (ნინო მზესელი)

ტყეში სკოლა გაიხსნა,
შროშნის ზარი გაისმა,
კურდღელიც და მელაკუდაც,
სკოლისაკენ გაიქცა.
დათვი მიდის ბაჯბაჯით და
ტორს აშველებს ციცქნა შველს,
მისი ჩანთა ბუმბულივით,
ემჩატება მის მხარ_ბეჭს.
აგერაა რუხი მგელიც,
მოძუნძულებს სერიდან.
პირობა აქვს დადებული,
კარგად სწავლობს დღეიდან.
ციყვმა სკოლა გააცდინოს?
ასეთი რამ სად თქმულა?!
უთენია წამოხტება, ისე,
თქმაც კიარ უნდა.
ზურგეკალა ზღარბიც მოდის,
ჩანთას თათით ატარებს,
ათები რომ მოიტანოს
დედა ამას აბარებს.
ა, ბატონო, მოსჩანს მაჩვიც,
თათს აბგისკენ აპარებს,
საუზმობა ვერ მოასწრო,
ჰოდა, თაფლს ჭამს მალ_ მალე.
სკოლისაკენ თაგუნებიც,
ციმციმ_ ციმციმ გარბიან,
კიკინებზე თეთრი ბაფთით,
ლამაზები არიან.
წიგნი ყდაში ჩაუსვია,
მერე გულში ჩაუკრავს,
_ დახევას და დაჯღაბნას სჯობს,_
კვერნამ თრიას აუხსნა.
იმიტომ რომ ბეჯითია,
იმიტომ რომ ჭკვიანია,
ჭკუა კიდევ ძვირად ფასობს,
ქუჩა_ ქუჩა არა ყრია.
ტყეში სკოლა გაიხსნა,
შროშნის ზარი გაისმა,
ლომიც, ვეფხვიც, ჭიაყელაც
ამ სკოლისკენ გაიქცა.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

სააღდგომოდ 18 წლამდე ბავშვები 100 ლარის ღირებულების პროდუქტს მიიღებენ - მუნიციპალური ბიუჯეტი

„სასწავლო პროცესი უნდა დაეფუძნოს პროექტებს...“ - ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების წესში ცვლილება შევიდა

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ

ბავშვებისთვის აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობა არა მხოლოდ ემოციური, არამედ ძალზე საინტერესო გახლდათ

ღონისძიებაში მე-3 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ხოლო ხელმძღვანელი გახლდათ პედაგოგი ივეტტა პეტროსიანი

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება