მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მასწავლებლები არაერთხელ გაფიცულან. ისინი თავიანთი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად პროტესტის ამ ფორმას ხშირად მიმართავენ.
აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი გაფიცვა 1981 წლის გაზაფხულზე, რავენაში, ოჰაიოში იყო. იქ პედაგოგები 95 სასკოლო დღის განმავლობაში იყვნენ გაფიცულები.
კიდევ ერთი ძალიან მასშტაბური გაფიცვა აშშ-ში ილინოისის შტატში, 1987 წელს გაიმართა.
1970-იან და 1980-იანი წლების დასაწყისში ოჰაიოში მასწავლებელთა არაერთი გაფიცვა მოხდა. დაბალი ხელფასები, არახელსაყრელი შეღავათები და სახელმწიფო დაფინანსების ნაკლებობა იყო ის პრობლემები, რის გამოც მასწავლებლები იძულებულნი იყვნენ, რომ გაფიცულიყვნენ იქამდე, სანამ მათ მოთხოვნებს შესაბამისი ორგანოები არ განიხილავდნენ და არ დააკმაყოფილებდნენ.
რავენაში მასწავლებლებმა საპროტესტო აქცია სკოლების, ადმინისტრაციის შენობების, გამგეობის წევრების სახლებისა და ბიზნეს ობიექტების წინ გამართეს.შედეგად ხელისუფლებამ არაერთი მასწავლებელი დააკავა. საბოლოოდ, პროტესტმა შედეგი გამოიღო და რავენას განათლების საბჭომ პედაგოგების ხელფასები გაზარდა, მასწავლებლებმა კი გაფიცვა შეწყვიტეს.
თუმცა, შემხვედრი ნაბიჯის გადადგმაზე უარი სკოლის ხელმძღვანელობამ თქვა. მათ 41 მასწავლებელს, რომლებიც პროტესტში მონაწილეობდნენ, ხელშეკრულების განახლებაზე უარი უთხრეს.
აღსანიშნავია, რომ 1983 წელს მასწავლებლების მოთხოვნების გაცნობის წესი განათლების საბჭოსა და სახელმწიფოსთვის შეიცვალა.
შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასწავლებლების უწყვეტმა პროტესტმა შედეგი გამოიღო, მათი მოთხოვნების ძირითადი ნაწილი დაკმაყოფილდა და ისინიც სასწავლო გარემოს დაუბრუნდნენ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.