მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბაღდათის სკოლებში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.
„ეტალონის“ პირველი ტურის ორგანიზებაში ბაღდათის რესურსცენტრისა და სკოლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები.
ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ბაღდათის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.
ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა.
მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ.
ბაღდათის რესურსცენტრის უფროსი ვანო ჟორჟოლიანი:
„ყოველ წელს სულ უფრო მეტი მოსწავლე გამოთქვამს „ეტალონში“ მონაწილეობის სურვილს. პირველ ტურში სკოლების მაქსიმალური ჩართულობა დაფიქსირდა, ტესტირებამ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ბავშვები მოუთმენლად ელიან ბაღდათში გოჩა ტყეშელაშვილის სტუმრობასა და ეროვნულ-საგანმანათლებლო ინტელექტ-ჩემპიონატში ასპარეზობას“.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ნინო მშვილდაძე:
„ბაღდათის სკოლები „ეტალონში“ წლებია, აქტიურად ერთვებიან. სულ უფრო იზრდება ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველთა რიცხვი და უმჯობესდება მათი შედეგები. „ეტალონის“ დამსახურებით, ბავშვები სწავლისა და წინსვლისკენ არიან მოტივირებულნი. ტესტირების პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა. ვემზადებით და მოუთმენლად ველით მეორე ტურს. იმედი გვაქვს, ღირსეული გაიმარჯვებს და ჩვენი წარმომადგენელი პირველობას მოიპოვებს „ეტალონის“ ფინალშიც“.
ვარციხის საჯარო სკოლის დირექტორი ელზა ზაზარაშვილი:
„ეტალონში“ მონაწილეობის მსურველთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება, ამასთან, ჩვენმა მოსწავლეებმა წელს უკეთესი შედეგები აჩვენეს. ვფიქრობ, ბავშვებს მეტი შეუძლიათ, უბრალოდ გამბედაობა და გამოცდილება აკლიათ. აქედან გამომდინარე, გაჩნდა იდეა, შიდასასკოლო, სემესტრული „ეტალონის“ ჩატარებისა, რათა უკეთ იასპარეზონ ინტელექტ-ჩემპიონატში და მეტ წარმატებას მიაღწიონ „ეტალონში“.
ვარციხის საჯარო სკოლის „ეტალონის“პედაგოგი შორენა თეთვაძე:
„წინა წელს „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატზე ჩვენი სკოლის მოსწავლეები წავიყვანეთ საგულშემატკივროდ. თავიანთი თვალით რომ იხილეს ეს ცოდნის ზეიმი, წელს თავადაც მოინდომეს მონაწილეობა. ტესტირების პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა, მაღალი იყო მოსწავლეთა ჩართულობა და შედეგები. მოუთმენლად ველოდებით მეორე ტურში მონაწილეობას“.
როკითის საჯარო სკოლის დირექტორი ლელა ქარაია:
„ტესტირების პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა ჩვენს სკოლაში. მაღალი იყო ბავშვების დაინტერესება „ეტალონის“ მიმართ, თუმცა, სიმართლე გითხრათ, უკეთეს შედეგებს ველოდი. პროექტი ბავშვებს უკეთ სწავლისა და წარმატებისკენ სწრაფვის სტიმულს უღვივებს. წარმატებებს ვუსურვებ „ეტალონსა“ და ჩვენს მოსწავლეებს“.
როკითის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი თეონა კოხოძე:
„მიუხედავად იმისა, რომ მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ, ბავშვების უმრავლესობამ „ეტალონში“ მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. ტესტირების პირველმა ეტაპმა მშვიდ გარემოში ჩაიარა. რაც შეეხება შედეგებს, უკეთესს ველოდი. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ბავშვებს ეროვნული მნიშვნელობის საგანმანათლებლო პროექტის მეორე ტურში“.
ნერგეეთის საჯარო სკოლის დირექტორი და „ეტალონის“ პედაგოგი მანანა გურგენაძე:
„მშვიდ გარემოში ჩაიარა „ეტალონის“ შესარჩევმა ტურმა. მაღალი იყო მოსწავლეთა დაინტერესება და ჩართულობა, შედეგებიც ნორმალური აჩვენეს. პროექტის მეშვეობით, ბავშვები საკუთარი ცოდნის წარმოჩენას ახერხებენ და წარმატებისკენ მუდმივ სწრაფვას სწავლობენ, რაც მისასალმებელია. ველით ეროვნულ-საგანმანათლებლო ჩემპიონატის მეორე ტურს“.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
და თქვენ როგორ ატარებთ არდადეგებს თქვენს შვილებთან ერთად?
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს მოსწავლეთა ღირებულებების ჩამოყალიბებას“
და თქვენ როგორ ატარებთ არდადეგებს თქვენს შვილებთან ერთად?