მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ფოთის ბიუჯეტში ცვლილებები შევიდა, სადაც განისაზღვრა მოსახლეობის ტრანსპორტით უზრუნველყოფის მექანიზმებიც. უფრო კონკრეტულად კი, M3 კატეგორიის იმ ავტობუსებით, სადაც მგზავრობის ფასის გადახდა ხორციელდება ელექტრონული აღმრიცხველი საშუალებების გამოყენებით, 50% შეღავათიანი მგზავრობით ისარგებლებენ ქალაქ ფოთში რეგისტრირებული (მცხოვრები) შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები:
ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;
ბ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;
გ) სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე საბრძოლო მოქმედებების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები;
დ) სამხედრო ძალების ვეტერანები;
ე) მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები.
ხოლო მგზავრობის გადასახადისაგან სრულად თავისუფლდება ქალაქ ფოთში რეგისტრირებული (მცხოვრები) შემდეგი კატეგორიის მოქალაქეები:
ა) 0 – 6 წლამდე ბავშვები;
ბ) სკოლის მოსწავლეები (24 საათში 2-ჯერ);
გ) ა(ა)იპ „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების ცენტრის“ ბენეფიციარები, სასადილოს თანამშრომლები, მედდები და ექიმები;
დ) ა(ა)იპ კოალიცია „სოციალური რეფორმებისათვის“ დღის ცენტრის თანამშრომლები.
ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო პირები და გადაადგილებისას მათთან ერთად მყოფი დამხმარე ნებისმიერი პირი.
ტრანსპორტით მომსახურების ღირებულება განისაზღვრება 50 თეთრის ოდენობით.
2) M2 კატეგორიის ტრანსპორტით მგზავრობის გადასახადისაგან თავისუფლდებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარები, ასევე ა(ა)იპ ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების ცენტრის“ მედდები და ექიმები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ახალ საგანს სკოლებში 2025 წლის სექტემბრიდან ისწავლიან - ცვლილება საბაზო საფეხურს ეხება
საქართველო ENQA-ის წევრობის კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს, ცენტრს ხარვეზების გამოსასწორებლად 2 წლიანი ვადა აქვს
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ