მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მასწავლებლებისთვის, სკოლის დირექციისა და მოსწავლეთა მშობლებისთვის შემქნა ეროვნული სასწავლო გეგმის კონცეპტუალური გზამკვლევი.
კურიკულუმი - პედაგოგიკური პრაქტიკის სრულყოფის საშუალება; მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური გზამკვლევი - ასე ქვია დოკუმენტს, რომელის შექმნის მიზანია ხელი შეუწყოს ზოგადი განათლების სისტემაში ეროვნული სასწავლო გეგმის ეფექტიანად დანერგვასა და ადამიანური რესურსის პროფესიულ განვითარებას. გზამკვლევი მომზადდა გაეროს ბავშვთა ფონდის, ესტონეთის განათლებისა და კვლევების სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ესტონეთის ფონდ ,,ინოვეს“ ერთობლივი პროგრამის „ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა საქართველოს ბავშვებისთვის“ ფარგლებში.
გზამკვლევი განკუთვნილია სასკოლო საზოგადოებისათვის (დირექცია, პედაგოგები, მშობლები), საგანმანათლებლო რესურსების შემქმნელთათვის, უმაღლესი განათლების სისტემის განათლების ფაკულტეტების აკადემიური პერსონალისთვის და სტუდენტებისა და ზოგადი განათლების საკითხებით დაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის.
გაეცანით გზამკვლევს
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ