მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა საგრანტო კონკურსის სააპელაციო განაცხადების სტატისტიკა გამოაქვეყნა. როგორც ოფიციალურ ინფორმაციაშია აღნიშნული, სულ გასაჩივრდა 4 ნაშრომი.
შეგახსენებთ, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული იყო 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი, სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე კი - 2 500-ზე მეტი გამოსაცდელი.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სააპელაციო განაცხადების მიღება 8 აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყო და 10 აგვისტოს 18:00 საათზე დაასრულა. სააპელაციო განაცხადების მიღება მხოლოდ ელექტრონულად მიმდინარეობდა. გადაწყვეტილებას იღებს დამოუკიდებელი სააპელაციო კომისია. აპელაციების შედეგი მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც დასრულდება განაცხადების განხილვის პროცესი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ