მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა, ნარმინ დუნიამალიევამ ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით დაასრულა.
აღსანიშნავია, რომ ნარმინი ნიჭიერი, შრომისმოყვარე და წარმატებული მოსწავლე იყო. რა თქმა უნდა, სკოლაში მისი მიღწევით ამაყობენ და სასურველ ფაკულტეტზე ჩარიცხვას უსურვებენ.
„სავანეთის საჯარო სკოლის ქართული სექტორის კურსდამთავრებულმა, ეთნიკურად აზერბაიჯანელმა მოსწავლემ, ნარმინ დუნიამალიევამ წარმატებით ჩააბარა ეროვნული გამოცდები. ის პირველი კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით ქართულ სექტორზე სწავლობდა. მიუხედავად იმისა, რომ სოფელი არაქართულენოვანია და მთლიანად აზერბაიჯანელი მოსახლეობით არის დასახლებული, მისთვის ეს სულაც არ აღმოჩნდა დამაბრკოლებელი, მან შეძლო და მასწავლებლების დახმარებით სკოლაში შეისწავლა ქართული ენა, მთელი ამ დროის განმავლობაში დიდი მონდომებით დააგროვა საჭირო ცოდნა და გამოცდილება. ის თავდაუზოგავად შრომობდა და ცდილობდა საფუძვლიანად შეესწავლა ყველა საგანი. მისი ამ მონდომების და მიზანდასახულობის წყალობით შედეგმაც არ დააყოვნა და დღეს ჩვენ ამაყები ვართ, რომ თამამად შეგვიძლია ვთქვათ - ის უკვე სტუდენტია. მასწავლებლები, სკოლის ადმინისტრაცია და დირექტორი - ინგა მიქელაძე ულოცავს ნარმინს და ვუსურვებთ ყველა ახალი გამოწვევა წარმატებით გადალახოს და ჰქონდეს ნაყოფიერი სტუდენტობა!“,- აღნიშნულია სკოლის მისალოც წერილში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ვის აქვს ექსტერნატის გამოცდაზე გასვლის უფლება
ცოდნისა და წიგნიერების დღესასწაული იზრუნელებისთვის - izrune.ge მასშტაბურ ღონისძიებებს თბილისსა და ბათუმში ჩაატარებს
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს...
მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო
დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას