სიახლეები
მსოფლიო, საინტერესო

რა უცხოურ ენებს სწავლობენ მოსწავლეები საზღვარგარეთის სკოლებში?
08-01-2023
-
+


ითვლება, რომ სკოლაში უცხოური ენის შესწავლა მოზარდების მომავალი პროფესიული წარმატების ერთ-ერთი განმაპირობებელია, ამიტომაც მთელ მსოფლიოში მის სწავლებას დიდი ყურადღება ექცევა. 

საინტერესოა რა უცხოურ ენებს შეისწავლიან მოსწავლეები საზღვარგარეთ? და რომელი ენები სარგებლობს ამა თუ იმ ქვეყანაში პოპულარობით?

ინგლისი

ფრანგული, გერმანული, ესპანური;

ინგლისში, მოსწავლეები უცხოური ენის შესწავლას სკოლაში მეორე საფეხურიდან იწყებენ. ამასთან, საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჩვეულებრივ მეორე ენის შესწავლა ნებაყოფლობითია. 

სახელმწიფო აქტიურად უჭერს მხარს მასწავლებლებს, რომელთაც გარდა ​გერმანულისა და ფრანგულისა, სხვა უცხოური ენები იციან და მზად არიან ისინი მოსწავლეებს ასწავლონ. არაბული და ჩინური კი არის ენები, რომლებიც, ექსპერტების შეფასებით, ქვეყანას სჭირდება. სავარაუდოდ, სამომავლოდ ეს ენები პოპულარული გახდება, როგორც სკოლაში ისე უმაღლეს სასწავლებლებსა და ზრდასრულ მოსახლეობაში. 

გერმანია

ინგლისური, ფრანგული, ლათინური, იტალიური, ჰოლანდიური, პოლონური, ესპანური;

გერმანიაში ენების შესწავლა პოპულარულია, ამიტომ ჯერ კიდევ საბავშვო ბაღებში ბავშვები ერთდროულად ორი უცხოური ენის შესწავლას იწყებენ, როგორც შეამჩნიეთ, ენების არჩევანი საკმაოდ მდიდარია. ჩვეულებრივ შესასწავლი ენის არჩევანი სასწავლო დაწესებულების გეოგრაფიულ მდებარეობაზეა დამოკიდებული. გერმანიაში სასკოლო განათლება ყველა საფეხურზე ფედერალური მიწების პასუხისმგებლობაში შედის, ამიტომ სკოლებში ენების სასწავლებლად ერთიანი კრიტერიუმები არ არსებობს.

საშუალოდ, სკოლის მოსწავლეები უცხოურ ენების შესწავლას კვირაში ექვსიდან 8-საათამდე უთმობენ. გერმანიაში ითვლება, რომ უცხოური ენების ცოდნა ადამიანს არა მხოლოდ ღირსეული პროფესიის დაუფლებასა და კარიერულ ზრდაში, არამედ მრავალმხრივ განვითარებაში ეხმარება. 

საინტერესოა, რომ გერმანიაში მასწავლებლები ენების სწავლებისას უპირატესობას ანიჭებენ სწავლების კომუნიკაციურ მეთოდს, ამიტომ ბევრი გერმანელი მეორე ენაზე კარგად საუბრობს.

აშშ

ესპანური, ფრანგული, გერმანული, ლათინური, იაპონური;

ესპანური ენის შესწავლა აშშ-ში ყველაზე პოპულარულია. ამერიკის შეერთებული შტატები, მექსიკის შემდეგ, მუდმივი იმიგრაციის გამო, ესპანურენოვანი მოსახლეობის რაოდენობით, მსოფლიოში მეორე ადგილზეა.

პოპულარობით მეორე ადგილზე კი ქვეყანაში ფრანგულია. დაბალ კლასებში მოსწავლეები უცხოურ ენებს არ სწავლობენ, საშუალო სკოლის მოსწავლეები კი ირჩევენ იმ უცხო ენას, რომელიც მათ სურთ. აშშ-ს სკოლებში სწავლების დონე საკმაოდ მაღალია, მაგრამ ახალგაზრდები აღნიშნული საგნის მიმართ ხშირად დიდ ინტერესს არ გამოხატავენ. 

ჩინეთი

ინგლისური, ფრანგული, რუსული, გერმანული;

ჩინელებისთვის ინგლისური ენის შესწავლა მნიშვნელოვანია. ინგლისური აუცილებელია უმაღლესი განათლების მისაღებად და წარმატებული კარიერული ზრდისთვის.

ინგლისური ენის სწავლება სკოლებში მესამე კლასიდან იწყება. ამიტომ, ქვეყანაში პოპულარულია კერძო სკოლები, რომლებშიც ენებს მოსწავლეებს უფრო ადრეულ ეტაპზე ასწავლიან. ასეთ სკოლებში ბავშვები ჩვეულებრივ შეისწავლიან ერთდროულად რამდენიმე ენას: მათ შორის ფრანგულს, რუსულს ან გერმანულს. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ორი საგამოცდო საგანი, რომელთა ტესტის სტრუქტურას საგნის ჯგუფის ექსპერტები აპლიკანტებს გააცნობენ

„პედაგოგების კვალიფიკაცია არის დღეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“ - სკოლამდელი განათლების მართვის დოკუმენტი

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

რა თანხა დაუბრუნდებათ მასწავლებლებს და რა დოკუმენტები უნდა დაურთოთ განაცხადს - დეტალები

საპენსიო ასაკის პედაგოგთა ფინანსური წახალისება და დამატებითი უქმე დღე

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

პედაგოგმა მოსწავლეებთან ისაუბრა პლანეტის ეკოლოგიური მდგომარეობისა და ბუნების დაცვის მნიშვნელობის შესახებ

მოსწავლეებმა გამოავლინეს თავიანთი ცოდნა და შესაძლებლობები

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება