სიახლეები
სიახლეები, რჩევები

8 ოქროს წესი, რომელიც ყველა მასწავლებელმა უნდა იცოდეს
24-09-2022
-
+


მასწავლებლობა ყველაზე რთული და დასაფასებელი პროფესიაა. თანამედროვე სტანდარტების მიხედვით კარგ პედაგოგად მხოლოდ საგნის შეუდარებელი სპეციალისტობა არ გაქცევთ, თქვენ გარკვეული ოქროს წესებიც უნდა დაიცვათ, რომლებსაც სკანდინავიელი პედაგოგები გვიზიარებენ.

სტატიაში, იმ ტოპ ოქროს წესებს წარმოგიდგენთ, რომლებსაც ფინელი და ნორვეგიელი პედაგოგები იცავენ.

1. პატივისცემა - პატივი უნდა სცეთ თითოეულ ბავშვს, კოლეგებსა და მშობლებს. ასევე, პატივისცემით უნდა ეკიდებოდეთ თქვენს საქმეს. როგორც სკანდინავიელი პედაგოგები აღნიშნავენ მასწავლებლის საქმე ბავშვის გამოსწორება არ არის - იგი უნდა იყოს აღმზრდელი, რათა მოსწავლე სწორ კალაპოტში მოაქციოთ. ურთიერთპატივისცემის გარეშე, ხომ წარმოუდგენელია სათანადო შედეგს მიაღწიოთ?!

2. მოუსმინეთ თუნდაც თქვენთვის მიუღებელ აზრებს - ხშირად, განსაკუთრებით მოზარდობის ასაკში ბავშვებს მიუღებელი აზრები აქვთ, რომლის გადმოსაცემად ხანდახან უხეშობასაც მიმართავენ. გახსოვდეთ, რომ თქვენ არ იცით სკოლის გარეთ მოსწავლეს როგორ პირობებში უწევს ცხოვრება. უნდა შეგეძლოთ მოსმენა და შემდეგ მშვიდად გამოთქვათ თქვენი აზრი.  

3. ნუ მიიღებთ ყველაფერს პირადულად - მოსწავლეები და თქვენც, უფროსებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლობენ, თუ როგორ მართონ საკუთარი ემოციები და ყოველდღიურად აკეთებენ ცხოვრებისეულ აღმოჩენებს. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხანდახან აზრი შესაძლოა უხეში გზით გამოთქვან, ამიტომაც ეცადეთ ყველაფერი პირადულად არ მიიღოთ. თუ შეძლებთ გარედან შეხედოთ ამა თუ იმ პრობლემას მაშინ, სირთულეებს უფრო ადვილადაც დაძლევთ.

4. გახსოვდეთ, რომ სასკოლო საზოგადოება ერთი გუნდი ხართ - კოლეგებთან საკუთარი გამოცდილების გაზიარების არ შეგეშინდეთ და მოგერიდოთ. სწორედ, ჯგუფური საუბრებითაა შესაძლებელი პრობლემების დაძლევა ანდაც, ძალიან კარგი სასკოლო პროექტებისა თუ ღონისძიებების დაგეგმვა.

5. იყავით ღია - არასოდეს მოერიდოთ სიახლეებს და გახსოვდეთ, რომ ახალი მეთოდები სწავლა - სწავლების პროცესს უფრო შედეგიანს, საინტერესოს და სახალისოს გახდის. 

6. ენდეთ საკუთარ ინსტიქტებს - წარმოუდგენელია, რომ მრავალწლიანი მოღვაწეობის მანძილზე ინსტიქტები არ ჩამოუყალიბდეს კარგ მასწავლებელს. თუ ფიქრობთ, რომ რაღაც არასწორად მიმდიანრეობს განიხილეთ ეს კოლეგებთან ერთად. გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი ეჭვი, რომელიც შესაძლოა გაგიჩნდეთ უსაფუძვლო არ არის.

7. იყავით მამაცები - თუ ვინმე ფიქრობს, რომ მასწავლებლობა მამაცობასთან არაფერ შუაშია, მაშინ ის ნამდვილად ცდება. ეს პროფესია დიდ გულადობას მოითხოვს. მუდამივად გიწევთ სხვადასხვა შეხედულებების მქონდე ადამიანებთან ურთიერთობა და ეს ყველაფერი სიმამაცეს ნამდვილად მოითხოვს. არასოდეს შეგეშინდეთ თქვენი აზრის დაფიქსირება და ასევე, სიახლეებს არ გაექცეთ.

8. „მარადმწვანე მოსწავლე“ - კარგი მასწავლებელი მუდმივად ვითარდება და იმაღლებს კარიერულ უნარ-ჩვევებს. ერთ ადგილას გაყინვით და იმის ფიქრით, რომ თქვენ უკვე საკმარისი იცით, მაღალკვალიფიციურ მასწავლებლად ნამდვილად ვერ გაქცევთ.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საინტერესო ფაქტები დედის დღეზე 


2025 წლის ბიუჯეტში გაწერილია სტუდენტების დახმარების პროგრამა

რომელი უნარების განვითარებას უწყობს ხელს აღნიშნული მეთოდი

 მოსწავლის ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების წესში ცვლილება შევიდა - ბრძანება 

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

„დედების პატივსაცემად სამ ენაზე სიმღერა, ნამდვილად დასამახსოვრებელი და მრავალფეროვანი გამოცდილებაა“

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში ქართულ ენაში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: „ჩემი მხარე“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება