მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
15 აგვისტოს, ქუთაისში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ან/და მხოლოდ სასკოლო მზაობის განმახორციელებელი დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების პროექტის და ტექნიკური რეგლამენტების გადამუშავებული ვერსიების საჯარო განხილვა გაიმართა.
შეხვედრას ესწრებოდნენ, დასავლეთ საქართველოში მოქმედი მუნიციპალიტეტების, მერიის და საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანებებისა და დასავლეთ საქართველოში მოქმედი კერძო ბაღების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე დეტალურად იქნა განხილული ავტორიზაციის სტანდარტების პროექტი, ასევე, სანიტარული და ჰიგიენური ნორმების, კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმებისა და შენობა-ნაგებობის, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მოწყობასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტების გადამუშავებული ვერსიები. შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში. მონაწილეთა კომენტარები და მოსაზრებები გაზიარებული იქნა ცენტრის მიერ.
აღსანიშნავია, რომ შემუშავებული დოკუმენტები მომზადდა საკოორდინაციო საბჭოს წევრთა აქტიური ჩართულობით და განხილული იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ