მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პედაგოგები, რომლებსაც უფროსის სტატუსი უკვე აქვთ, თუმცა გამოცდას სხვა საგანშიც წარმატებით ჩააბარებენ, ისინი ამ საგანშიც უფროსი მასწავლებლები იქნებიან და მათ უფლება ექნებათ, სკოლაში რამდენიმე საგანი ასწავლონ, ანაზღაურებაც შესაბამისად მიიღონ.
პედაგოგთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის თანახმად, სტატუსის სახეებია:
არ შეიძლება, მასწავლებელი ერთ საგანში უფროსი იყოს, მეორეში კი - წამყვანი ან მენტორი. მთავრობის დადგენილებაში აღნიშნულია, რომ პედაგოგს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი სტატუსი, შესაბამისად, თუ უფროსი მასწავლებელი სხვა საგნის/საგნების გამოცდაზე მინიმალურ ზღვარს გადალახავს, ის ამ საგანშიც/საგნებშიც უფროსის მასწავლებელი გახდება. მაგალითად, თუ მათემატიკის პედაგოგი, რომელსაც უფროსის სტატუსი აქვს, მინიმალურ ზღვარს გადალახავს ფიზიკის, ქიმიის, გეოგრაფიის თუ სხვა ნებისმიერი საგანის გამოცდაზე, ამ მიმართულებითაც უფროს მასწავლებლად ჩაითვლება.
ეს წესი ვრცელდება წამყვან და მენტორ მასწავლებლებზეც. თუ ისინი საგნობრივ კომპეტენციას სხვა მიმართულებითაც დაადასტურებენ, იმ საგნის წამყვან და მენტორ მასწავლებლებადაც ჩაითვლებიან და სტატუსის მოსაპოვებლად სავალდებულო აქტივობების გავლა აღარ მოუწევთ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მასწავლებელთა საცდელი ტესტირების შედეგები ცნობილია - ინფორმაცია სპეცპედაგოგებისთვის
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური