სიახლეები
ეტალონი

ტყიბულში „ეტალონის“ წარმატებული შესარჩევი ეტაპის შემდეგ მეორე ტურისთვის ემზადებიან
30-03-2018
-
+


ტყიბულის სკოლებში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა.

„ეტალონის“ პირველი ტურის ორგანიზებაში ტყიბულის რესურსცენტრისა და სკოლების წარმომადგენლები იყვნენ ჩართულები.

ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ტყიბულის ყველა სკოლა წინასწარ იყო ინფორმირებული.

ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდა. მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდათ. 

ტყიბულის რესურსცენტრის უფროსი ირინე კორძაია:

„ეტალონის“ პირველ ტურში სკოლების მაქსიმალური ჩართულობა დაფიქსირდა. ტესტირებამ შვიდად და გამჭვირვალედ ჩაიარა. გამოვლინდნენ გამორჩეული მოსწავლეები, რომლებიც ეროვნულ-საგანმანათლებლო ინტელექტ-ჩემპიონატის მეორე ტურში მიიღებენ მონაწილეობას. წარმატებებს ვუსურვებ მოსწავლეებსა და ამ უმნიშვნელოვანეს პროექტს“.

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ალეკო ბიბილაშვილი:

„ტყიბულის სკოლები წლებია, აქტიურად მონაწილეობენ ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონში“, რაც მისასალმებელია. ტესტირების პირველ ეტაპზეც მაღალი იყო მოსწავლეების ჩართულობა, პროცესმა მშვიდ და ობიექტურ გარემოში ჩაიარა. „ეტალონის“ დახმარებით მოსწავლეები ცოდნის წარმოჩენასა და თავდაჯერებულობას სწავლობენ, ისინი მსგავსი მნიშვნელობის პროექტებით განებივრებულნი არ არიან. წარმატებებს ვუსურვებ ინტელექტ-ჩემპიონატის მონაწილეებს მეორე ეტაპზე“.

მუხურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი შადიმან გაბრიჭიძე:

„მოხარულები ვართ „ეტალონის“ რეგიონებში სტუმრობით. პროექტი დიდ მოტივაციასა და ხალისს მატებს ჩვენს მოსწავლეებს მომავალი განათლების გზაზე. ამას მოწმობს ბავშვების მაღალი ინტერესი და ჩართულობა, შედეგებიც არ ჰქონდათ ცუდი. ტესტირების პირველმა ეტაპმა წარმატებით ჩაიარა, მოუთმენლად ველოდებით შემდეგ ტურს“.

მუხურის N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი ირაკლი გაბრიჭიძე:

„ეტალონში“ ჩვენი მოსწავლეები დიდი სიხარულით მონაწილეობენ. პროექტი მათ უკეთ სწავლისა და საკუთარი თავის წარმოჩენის სტიმულს აძლევს. ვისურვებდით ინტელექტ-ჩემპიონატი უფრო ხშირად ტარდებოდეს, მეტს გამოცდილებას შეიძენდნენ ბავშვები. ტესტირების პირველმა ტურმა წარმატებით ჩაიარა, ველით მეორე ეტაპს“.

მუხურის საჯარო სკოლის დირექტორი და „ეტალონის“ პედაგოგო თამაზ ბარბაქაძე:

„ეტალონი“ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც შეუცვლელ როლს ასრულებს მომავალი თაობის  განვითარება-წახალისებაში. მადლობა ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს ასეთი საქმის მსახურებისთვის. პროექტი დააკლდა სატელევიზიო სივრცეს და ვიმედოვნებთ, რომ მალე დაბრუნდება. ტესტირების პირველმა ეტაპმა ჩვენს სკოლაში მშვიდად და ობიექტურად ჩაიარა, ბავშვები მოუთმენლად ელიან მეორე ტურს“.

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის დირექტორი შოთა ჯინჯიხაძე:

„ეტალონის“ პირველ ტურზე მოსწავლეების მაღალი აქტივობა და შედეგები დაფისწირდა. სასიხარულოა, ჩვენი ბავშვების განათლებითა და წინსვლით დაინტერესება, რასაც ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტი უწყობს ხელს. წარმატებებს ვუსურვებ „ეტალონსა“ და მის მონაწილეებს“.

ტყიბულის N6 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი დავით შევჩენკო:

„ეტალონის“ ტესტირების პირველმა ტურმა მშვიდ გარემოში ჩაიარა. მაღალი იყო მოსწავლეთა ჩართულობა და შედეგები. მოუთმენლად ველით ეროვნულ-საგანმანათლებლო პროექტის მომდევნო ეტაპში მონაწილეობას“.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სკოლაში მასწავლებლად დასაქმების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო - დეტალები

მასწავლებლობის მაძიებლობის პერიოდის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნიმუში დამტკიცდა

2200 ლარიანი ვაკანსია - განაცხადის წარდგენის ვადა 3 დღეში იწურება - რამდენი კადრი უნდა შეირჩეს

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე

ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.

 ჩოლურის საჯარო სკოლაში დედაენის დღესთან დაკავშირებით გაიმართა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება

 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება