სიახლეები
სიახლეები

„ისინი გააგრძელებენ მასწავლებლობას, მე კი დარჩენილი ცხოვრება ვივლი ჩემი შვილის საფლავზე“ - სოფის დედის ემოციური პოსტი
17-08-2022
-
+


სასამართლომ, ლაგოდეხის ნაკრძალში მოზარდის - სოფი ნიკოლეიშვილის გარდაცვალების ფაქტზე, დამრიგებელს სამწლიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდა, ხოლო სპორტის მასწავლებელი უდანაშაულოდ სცნო. აღნიშნულ ფაქტს სოფის დედა სოციალურ ქსელში ეხმაურება და ლანა ნიკოლეიშვილს პოსტს Etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

2019 წლის 26 მაისი.

ღამის პირველ საათზე გავედი ნავთლუღის ყვავილების ბაზრობაზე ,ვარდების საწყობში სამუშაოდ.დილის რვაზე სოფი მყავს სკოლაში (ალბიონი) მისაყვანი.ექსკურსიაზე მიდის მე-11 კლასი დამრიგებელთან და რამდენიმე მასწავლებელთან ერთად.მშობლები არ მოინდომეს. 7-ისკენ მირეკავს, დეე, რვაზე კი არა, შვიდზე მოუფიქრებიათ, მოდი ჩქარა, წამიყვანეო. მე დავამშვიდე, მოვალ და ისტ პოინტთან დავხვდეთ-თქო. გავიქეცი სასწრაფოდ,დავურეკე კორპუსის მოპირდაპირედ მარკეტთან ჩამოდი-თქო.

მხოლოდ ეს კადრი მახსოვს ბოლო, ცოცხალი ჩემი შვილის... მოდიოდა თან ახალგაღვიძებული, გაბუტული, თმებდატალღული, ჯლაგუნა ნაბიჯებით და თმები აუდიოდა-ჩაუდიოდა ჩქარი სიარულისგან... მოვიდა, ჩაჯდა ბუზღუნით, მე პარკი მივაწოდე მანამდე მარკეტში ნაყიდი, გზაში სასუსნავები.

მივიყვანე გზაზე, დაველოდეთ ავტობუსს,სარკიდან დავინახე,რომ მოგვადგნენ, არც გადმოვსულვარ,ისე გადავიდა და წავიდა... ფულიც მივეცი დასახარჯად,მეც მაქვსო ჩემი ხელფასიო. მუშაობდა სალოსთან და ჩაერიცხა წინა დღეს.

სადღაც 12-ისკენ დამირეკა და ბოლო ხმა ეგ იყო: დეეე, ჩავედიით და მივდივართ ახლა ნაკრძალში.ჭყლოპონებდა აღტყინებული.

მერე... მერე იყო არანაირი იმედი..ვერაფერს რომ ვერ ჩავებღაუჭე...ცხედარს ვნატრობდი,ოღონდ იპოვონ-თქო...

დღეს სოფის სპორტის მასწავლებელი ვასილ ქოჩიევი, რომელიც შემთხვევის დროს, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, უდანაშაულოდ ცნეს. იგი აქამდეც იმავე სკოლაში მუშაობდა და ისევ ივლის სამსახურში.

დამრიგებელი ლალი (ნელი) სონღულაშვილი (რომელიც არ ყოფილა შემთხვევის ადგილზე და ბავშვი უმეთვალყურეოდ დატოვა) დამნაშავედ სცნეს, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა სამი წლით, რომელიც გადაკვალიფიცირდა პირობით სასჯელად, ასევე სამი წლით. იგი მუშაობს ერთ-ერთ საჯარო სკოლაში და კვლავ გააგრძელებს პედაგოგობას.

მე?

მე დარჩენილი ცხოვრება ვივლი საფლავზე, სადაც გაღიმებული სოფის ფოტო შემომყურებს.

ეს სკვინჩას ბოლო დღის ფოტოა..

ჩემი 16 წლიანი გაელვება, ჩემი ნაბოლარა და სასწაულად დაუდგრომელი,გულიანი,ფხუკიანი,თბილი და ვერცხლისწყალა შვილი, წაიყვანეს და არ დამიბრუნეს...

და სად

შეიძლება საქართველოში სამართლის პოვნა?!


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„თუკი აბიტურიენტები განაცხადს/დოკუმენტს არ წარმოადგენენ შესაბამის ვადებში, ისინი ვერ მიიღებენ მონაწილეობას ერთიან ეროვნულ გამოცდებში“

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი

დირექტორების საყურადღებოდ - სკოლებს მასწავლებელთა რეპორტი მიეწოდათ

მასწავლებელთა შეფასების ჯგუფის მიერ ჩატარებული აპრობაციის შედეგები ცნობილია

ბაღებში აღრიცხვის ელექტრონული სისტემის დამონტაჟება სექტემბრიდან დაიწყება

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე
სკოლები

„ვცდილობთ, სასკოლო აქტივობები ისე დავგეგმოთ, დროის გამოწვევებსაც ვუპასუხოთ, ბავშვებიც არ გადავღალოთ“...

ბავშვებმა გაზაფხულის დღესასწაულები უსაყვარელს პედაგოგებსაც მიულოცეს

პატარა ბუნების მოყვარულები თავად პასუხობდნენ დამსწრეთა შეკითხვებს რესურსების შექმნასა და მიზნობრიობის შესახებ
 

ვაჩიანის საჯარო სკოლაში ბილინგვური სწავლების ფარგლებში ღია გაკვეთილი ჩატარდა

საინტერესო

წარმატებულ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ სერტიფიკატი

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება