სიახლეები
მსოფლიო, საინტერესო

თეფშების ცალკე ნაკრები ალერგიული ბავშვებისთვის, ცივი წყალი და მრავალფეროვანი რაციონი - როგორი კვებაა შვედეთის საბავშვო ბაღებში?
17-08-2022
-
+


შვედეთის საბავშვო ბაღებში დიდი ყურადღება ექცევა პედაგოგის პროფესიულ კვალიფიკაციას, რომელიც თავის თავში მოიცავს ცოდნას მათ შორის კვებისა და ნუტრიციოლოგიის საკითხებში.

ამასთან, არსებობს სახელმწიფოს დაქვემდებარებული ორგანიზაცია, რომელიც შვედეთის საბავშვო ბაღებისა და სკოლების საკვებზეა პასუხისმგებელი. ორგანიზაცია განსაზღვრავს რეკომენდაციებს თუ რა საკვები უნდა მიირთვან ბავშვებმა, როგორი უნდა იყოს მენიუ, ულუფა და სერვირებაც კი. 

ქვეყანაში ქეითერინგული კომპანიების პრაქტიკა არსებობს, რომლებიც საკვებს ამზადებენ და ბაღებს აწვდიან. შესაბამისად, გულდასმით მოწმდება საკვების წარმოებით, მომზადებითა და ტრანსპორტირებით დაკავებული კომპანიები. ისინი ვალდებულნი არიან გაიარონ ლიცენზია. მაგალითად, კომპანიას უნდა ჰქონდეს ცალკე სამზარეულო სივრცე ბავშვებისთვის, რომელთაც რაიმე პროდუქტზე აქვთ ალერგია. საკვების ტრანსპორტირებისას კი აუცილებლად უნდა შეინარჩუნონ გარკვეული ტემპერატურა. შემდეგ უკვე ბაღებმა უნდა შეინახონ საკვები განსაზღვრულ პირობებში. ამისთვის, კომპანია ბაღებს სპეციალურ გამათბობლებს აწვდის, საკვების მიწოდებამდე მისი ტემპერატურის შესანარჩუნებლად.

არიან ბაღები, რომლებსაც საკუთარი სამზარეულო აქვთ. მათ ლიცენზიის გავლის შემდეგ საკვების მომზადება თავად შეუძლიათ. იმ ბაღებში, კი რომელთა სამზარეულო სივრცე მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს, პერსონალი მხოლოდ საკვების სერვირებით არის დაკავებული.

მაგრამ სერვირებისასაც არსებობს გარკვეული ნორმები, რომლებსაც ბაღის თანამშრომლები იცავენ:

მაგალითად, ვეგეტარიანული სადილებისთვის ან ალერგიული ბავშვებისთვის თეფშების ცალკე ნაკრები არსებობს. უმეტესწილად, ვეგეტარიანულ საკვებისთვის თეთრი თეფშები გამოიყენება, ხორცისა და თევზისთვის - ცისფერი. 

შვედეთის საბავშვო ბაღებში აკრძალულია თხილეული. ასევე არსებულ საბავშვო საკვებში შაქრის დამატება. საკვების მიწოდებას შორის ინტერვალი სამ საათს არ უნდა აღემატებოდეს.

ლანჩის დროს ბავშვებს სთავაზობენ არჩევანს რძესა და წყალს შორის. ამასთან, რძის ცხიმიანობა არ უნდა აღემატებოდეს 0,5%-ს, წყალი კი უნდა იყოს ცივი, რადგან რაც უფრო თბილია, მასში უფრო მეტად მრავლდება ბაქტერიები, რაც, შესაძლოა, სხვადასხვა ინფექციური დაავადებების მიზეზი გახდეს. 

საკვების ბავშვებისთვის მიწოდებისას ჰიგიენის მაღალი დონე უნდა შენარჩუნდეს. ამიტომ ბაღის სამზარეულოში მომუშავე თანამშრომელს ეკრძალება გრძელი ფრჩხილები და ლაქი. ამასთან ერთად, მან უნდა გამოიყენოს ხელთათმანები. 

ბოსტნეულსა და ხილს ბავშვებს მთელი დღის განმავლობაში სთავაზობენ. ამასთან, არჩევანი, ბავშვის გემოვნების მიხედვით, მრავალფეროვანია. 



ზოგადად, შვედური საბავშვო ბაღების რაციონის ძირითადი პრინციპი - მრავალფეროვნებაა. შვედები თვლიან, რომ ბავშვებმა უნდა გასინჯონ რაც შეიძლება მეტი პროდუქტი. 

მენიუ ძირითადად შედგება შემდეგი საკვებისგან:

  • თევზი და ხორცი;
  • ვეგეტარიანული კერძები;
  • სხვადასხვა ფერის ბოსტნეული;
  • პური, პასტა და მარცვლეული.

ვეგეტარიანულ კერძებს იღებენ ის ბავშვებიც, რომელთა მშობლებიც ამას არ ითხოვენ, შედეგად ბავშვებს უყალიბდებათ გემოვნების უფრო ფართო სპექტრი, მათ თითქმის ყველაფრის ჭამა იციან. 

საინტერესოა, რომ შვედეთის ბაღებში კვირაში ერთხელ ბავშვებს აძლევენ ბლინებსა და ბარდის წვნიანს, ამას ვიტამინებისა და მიკროელემენტების შემცველობასთან კავშირი არ აქვს - ეს შვედური ტრადიციაა, რომელიც უკვე მრავალი წელია შენარჩუნებულია. ბავშვებს ეს ტრადიცია ძალიან მოსწონთ. 

ბავშვების ერთ-ერთი საყვარელი საკვები პასტაა, რომლის მომზადებისასაც, შესაძლო ალერგიის თავიდან ასაცილებლად, არ გამოიყენება კვერცხი. მარცვლეულიდან პოპულარულია კუსკუსი და ​ბულგური. ნახშირწყლებიდან - შვედ ბავშვებს განსაკუთრებულად უყვართ პიურე და კანიანად მომზადებული კარტოფილი. კარტოფილ ფრის და ზოგადად ზედმეტად შემწვარ საკვებს შვედეთის ბაღებში ვერ შეხვდებით.

ბაღში არის ბევრი დამატებითი ულუფა, ბავშვებს საკვების დამატება შეუძლიათ, მაგრამ ჭამის დაძალება მიღებული არ არის.

აღსანიშნავია, რომ მშობლები დეტალურად ინფორმირებულნი არიან თუ რას მიირთმევენ მათი შვილები - ეს საბავშვო ბაღების ერთ-ერთი ამოცანაა.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ხვალ სკოლების ნაწილში სწავლა არ განახლდება - უამინდობის გამო სააღმრზდელო პროცესი საბავშო ბაღებშიც შეწყდება


სკოლის დამლაგებლის ხელფასი ევროპასა და საქართველოში - განვითარებულ ქვეყანებში დამლაგებლის თვური ანაზღაურება 3000 დოლარამდეა 

როგორი განათება უნდა იყოს საბავშვო ბაღში - მთავრობის დადგენილება

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

მოსწავლეებმა თანატოლების ნამუშევრები მოიწონეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

სკოლის მოსწავლეები წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მასშტაბურ კამპანიას შეუერთდნენ

„ეს უძირო შთაბეჭდილებების ზღვა წარუშლელ და ლამაზ მოგონებად დარჩება ჩვენში“



ეშტიის N2 საჯარო სკოლის მესამე კლასის მოსწავლეებმა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილზე შემაჯამებელ დავალებას თავი წარმატებით გაართვეს

ხუნევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, მასწავლებლების დამსახურებით, კარგად იციან მათ ცხოვრებაში წიგნის მნიშვნელობა
საინტერესო

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

მასწავლებლების პროფესიული განვითარების ნაკლებობა, მოსწავლეთა ფსიქიკური ჯანმრთელობა... კიდევ რა გამოწვევები არსებობს განათლებაში

სიახლეები
საზოგადოება