სიახლეები
სკოლები

„ძაღლებმა საოცარი თავგანწირვით გამაოცეს“ - ახალბედისეულის საჯარო სკოლის პედაგოგ ნაირა ბარაბაძის ემოციური ისტორია
17-08-2022
-
+


ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალბედისეულის საჯარო სკოლის პედაგოგი ნაიარა ბარაბაძე ემოციურ ისტორიას გვიზიარებს.

პედაგოგმა ლეკვი შეიფარა და სიცივესა და შიმშილს გადაარჩინა. მასწავლებელმა ლეკვები ერთ-ერთი მაღაზიის წინ იპოვა, სახლში წაიყვანა და გაზარდა. მადლიერმა ცხოველებმა პედაგოგს სიკეთე სიკეთით გადაუხადეს.

„​ბაზრობის დღე იყო... მეც ჩვეულებრივად წავედი. ვხედავ, ერთი მაღაზიის წინ ორი ახალი თვალხილული ლეკვი სიცივისა და შიმშილისაგან მობუზულები ერთმანეთს ჩაკვრიან. თითქმის სიცოცხლის ნიშან-წყალი არ ეტყობოდათ. წამოვიყვანე და დიდი წვალების შედეგად გადავარჩინე.

ამ ცოტა ხნის წინ, საოცარი თავგანწირვით გამაოცეს. სახლის გვერდით გვაქვს ხეხილის ბაღი, სადაც ზამთარ-ზაფხულ დგას ძველებური, „სეტკიანი“ რკინის საწოლი, როდესაც ძალიან ცხელა, ჩემი მეუღლე ისვენებს. იმ დღესაც ისვენებდა. მე საინტერესო წიგნს ვკითხულობდი და გავიგონე მისი შეშინებული ყვირილი. მივირბინე და დავინახე მკვდარი გველი, რომელსაც უკვე თავი ჰქონდა მოჭმული და მას სამწუხაროდ ძაღლისთვის კბენა მოესწრო. პატრონისთვის თავი გასწირა. მეორე ძაღლი მას ნაკბენ ადგილს ულოკავდა და მეტყველი თვალებით შველას მთხოვდა. როგორ შემეძლო ან რა სინდისით გამეწირა სასიკვდილოდ მართლაც ერთგული მეგობარი. დღეს ორივე ძაღლი კარგად გრძნობს თავს და მართალია - „სიკეთე გადამდებია!“, - წერს პედაგოგი ნაირა ბარაბაძე.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვის აქვს ექსტერნატის გამოცდაზე გასვლის უფლება 

ცოდნისა და წიგნიერების დღესასწაული იზრუნელებისთვის - izrune.ge მასშტაბურ ღონისძიებებს თბილისსა და ბათუმში ჩაატარებს

როდის არ შეუძლია მოსწავლეს სკოლის შეცვლა და რა უნდა იცოდეთ მობილობის შესახებ 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები
ლენჯერის N1 საჯარო სკოლის   საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწაველთა ერთობლივი პროექტი, საქართველოს მეფეების შესახებ გრძელდება
საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება