სიახლეები
სიახლეები

„კარგი მასწავლებლები სად ვნახო?! ჩავიჭრები! გაანულებენ? ჯარში წამიყვანენ! გამათხოვებენ!“ - რა უნდა გაითვალისწინონ მომავალმა აბიტურიენტებმა
16-09-2022
-
+


2022 წლის აბიტურიენტებმა საგამოცდო ციებ-ცხელება უკვე გადალახეს, ახლა მომავალი აბიტურიენტებისთვის იწყება დაძაბული პერიოდი და ამიტომ, თითოეულ რჩევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. Etaloni.ge ერთ-ერთი აპლიკანტის რჩევებს გთავაზობთ, რომლებიც იმედია გაისად გამოგადგებათ:

აწ უკვე მომავალმა ფსიქოლოგიის სტუდენტმა, რომელმაც გამოვიარე აბიტურიენტობა და ეროვნულების შიშიც დავძლიე, მესმის, 2022-2023 წლის აბიტურიენტები როგორი წნეხის ქვეშ ხართ. ჩანს აქტიურობა და უამრავი შეკითხვა, რომელზეც გაწვდით პასუხებს:

რა ლიტერატურა წავიკითხო?!

რაც მეტს წაიკითხავთ, მით უკეთესი, მაგრამ გარწმუნებთ, რომ სექტემბერში ყველა წიგნებში იქნებით ჩაყირავებული, თუმცა მერე დაიღლებით და ცოტა მოეშვებით; პლუს 12 კლასი ამიტომ გირჩევდით, წინასწარ დაიწყეთ საპროგრამო მასალების კითხვა, როგორიცაა: დიდოსტატის მარჯვენა, ჯაყოს ხიზნები, ვეფხისტყაოსანი, რადგან შედარებით დიდტანიანი ნაწარმოებებია და საქმეს წინ წაიგდებთ, განსაკუთრებით ისინი, ვინც დამოუკიდებლად აპირებთ მომზადებას.

მათემატიკა თუ ისტორია?!

თუ მათემატიკას არ სხლავთ, ღამეც ფორმულები არ გესიზმრებათ და არ ხართ დარწმუნებული, რომ მათემატიკა თქვენია, ისტორიას მიხედეთ. ისტორიაც საკმაოდ რთული საგანია, ზღვა მასალაა და წიგნებს აქედანვე ჩაუჯექით.

ჩატს ვქმნი, მსურველები დაპლიუსდით!!!

ჩათის შემქმნელებო და დაპლიუსებულებოც, გულწრფელად გეუბნებით, ტყუილი დროის ხარჯვაა; მართლა გაცნობა-დაოჯახება უფრო იქნება ეგ ამბავი, იმდენი სამეცადინო გაქვთ მალე facebook-ის დრო სულ არ გექნებათ;

ვაიმე, ჩავიჭრები! გაანულებენ? ჯარში წამიყვანენ! გამათხოვებენ!

არ ჩაიჭრებით, უფრო სწორად, ვინც არაფერს აკეთებს, ის ჩაიჭრება, მაგრამ მაგ მოტივით არ იმოძრაოთ ამ, ისედაც სანერვიულო ცხოვრების გზაზე; როგორ ბანალურადაც უნდა ჟღერდეს, სიმშვიდე და პოზიტიური განწყობა ბევრად მეტს მოგიტანთ, ვიდრე ფუჭი ნერვიულობა. რჩევა იქნება, რომ იმ უძილო ღამეებსაც მუღამი დაუჭიროთ.

აუ, მგონია, გამოცდაზე რომ შევალ, ყველაფერი დამავიწყდება ან ვერაფერს ვისწავლი

ყველას ასე ჰგონია და ეგონა... პირველები არ ხართ და არც უკანასკნელები იქნებით; როგორც ფსიქოლოგიაში ოდნავ ჩახედული, გეუბნებით, რომ თქვენი ტვინი ფორმალურ ინფორმაციას ვერ იმახსოვრებს (ემოციის გარეშე) მე მაგალითად ვეფხისტყაოსნის დროს ეიფორიას საუნდრეკს ვუსმენდი და აბოს დროს ალადინის მუსიკებს ვაღრიალებდი, ამიტომ ატმოსფერო შეიქმენით, ეს ყველაზე მთავარია.

კარგი მასწავლებლები სად ვნახო?!

თუ ნაცნობების ნაცნობებით ვერ ნახეთ კარგი მასწავლებლები, მომწერეთ მსურველებმა და ისეთებს გირჩევთ ეროვნულებთან ერთად ცხოვრებას რომ გასწავლიან, პოზიტიურ განწყობას შეგიქმნიან და არათუ ინერვიულებთ, ინატრებთ, რომ არ დასრულდეს აბიტურიენტობა.

მოტივაცია არ მაქვს/ იმედი არ მაქვს

აბიტურიენტობის განმავლობაში უამრავჯერ ვუყურე ფილმს: „ეშმაკს აცვია პრადა“ ჰო, და კიდევ - საშინელებათა ფილმებს ვუყურებდი და ვხვდებოდი, რომ მოჩვენებებზე, ეშმაკებზე და ზომბებზე უარესი მაინც არ იყო ეროვნულები.

3 საგანში უნდა მოვემზადოო

კი, უმეტესობა 3 საგანში მოემზადებით და გირჩევთ, რომ აქედანვე დაგეგმოთ და გადაანაწილოთ დღეები როდის რომელ საგანში მოემზადებით; გაითვალისწინეთ რომ სკოლაშიც მოგიწევთ ზოგჯერ სიარული; აირჩიეთ საღამოს საათები, დილით გაწვალდებით ჩემსავით; ეცადეთ, დღეში 2 საგანზე მეტით არ დაიტვირთოთ, მესამე გაკვეთილზე გაწურული მიხვალთ და უხარისხოდ ისწავლით; რეჟიმში ჩაჯექით და დრო გადაანაწილეთ.

აუუუ ბიოლოგიააა

ბიოლოგიაში უუუუსასწაულეს მასწავლებელს გირჩევთ, უმაგრესი წიგნის pfd ვერსია მაქვს, ყველა კითხვაზე ამომწურავ პასუხს გავცემთ, არ ინერვიულოთ მაგრად დაგევასებათ ღამის 3-ზე იმის კითხვა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ძილი;

ვაიმეეე აბიტურიენტი ვაარრ

(ღმერთო მაპატიეეეეეეე ცოდვებით ვარ სავსეეეეე) ეგეთ მუსიკებს არ უსმინოოოთ

კიდევ ერთხელ გავმეორდები, რომ ყველაფერს მუღამი დაუჭირეთ; უმეტესობას ჯგუფური მეცადინეობა გექნებათ; უეჭველი ახალი ქრაში გეყოლებათ, რომელსაც გინდა არ გინდა, გაიცნობთ; საძმაკაცოში და სადაქალოში იწუწუნებთ 24/7-ზე რამდენი სამეცადინო გაქვთ და თქვენზე 1 წლით პატარებს გადახედავთ ფიქრით (ეჰჰ, ბიძი, მე რო შენხელა ვიყავი)

გახსოვდეთ, ახალი ხედვა ჩამოგიყალიბდებათ, ბევრი ნაწარმოებიდან მართლა მაგარ მორალს აიღებთ და ყველაფერს სხვა თვალით შეხედავთ; გახსოვდეთ, რომ პატარები აღარ ხართ, რომ აქ მოსასვლელად დიდი გზა გაიარეთ, უბრალოდ იამაყეთ და გაგიტკბებათ აბიტურიენტობა

ყველა მომავალ აბიტურიენტს წარმატებებს გისურვებთ.


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

ეროვნულ გამოცდებზე გამოყენებული ყველა ტესტი საგნების მიხედვით - დეტალები

მასწავლებელთა საგნის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები - 2024

დოკუმენტი სარეკომენდაციო ხასიათისაა და მიზნად ისახავს ბაღებისთვის ინფორმაციის მიწოდებას იმ ვალდებულებებზე, რასაც პროცესების მართვის კომპონენტი აკისრებს მათ

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



ფიზიკის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი ცნობილია - დეტალები

პიროვნება
სკოლები

სკოლაში თითოეული მოსწავლის ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი

ახალქალაქის ცენტრალურ პარკში კონკურსის ფინალური ეტაპის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა

კვლევაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, მშობლები, პედაგოგები და დირექცია

მოსწავლეებმა შეისწავლეს სამხედრო დისციპლინები - ტოპოგრაფია და სამხედრო ნავიგაცია

საინტერესო

„რთულია შევაფასო განათლების დონე ქვეყანაში, თუმცა ეს განვითარებადი სფეროა, მუდმივად ვითარდება და იხვეწება“



ესპანეთში, ბავშვები  დაახლოებით 10-12 კვირა ისვენებენ, სკოლები ივნისის დასასრულს ასრულებენ სასწავლო პროცესს 

საკვებ რაციონში C ვიტამინით მდიდარი ხილის ჩართვა ამ სეზონზე ენერგიის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა

სიახლეები
საზოგადოება