მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა გამოცდებზე წელს სულ 34 500-ზე მეტი მსურველი დარეგისტრირდა. მათგან საგნის გამოცდა 19 500-მდე მსურველმა აირჩია, 2 500-ზე მეტი უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გავიდა, 12 500-ზე მეტმა კი წამყვანი და მენტორი მასწავლებლის გამოცდაზე გასვლა არჩია.
წამყვანობისა და მენტორობის მსურველთა გამოცდისგან განსხვავებით, საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე გასვლა ნებისმიერ მსურველს შეეძლო. გამოცდაზე გასულების ნაწილი სკოლაში დასაქმებული არაა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა პედაგოგთა გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა. მასწავლებლობის მსურველთა ნაწილმა გამოცდები წარმატებით ჩააბარა, თუმცა არ იციან, შეენახებათ თუ არა გამოცდაზე მიღებული ქულა იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში ვერ დასაქმდებიან.
მოუწევთ თუ არა გამოცდის განმეორებით ჩაბარება მასწავლებლობის მსურველებს, რომლებიც წელს სკოლაში დასაქმებას ვერ შეძლებენ?
მასწავლებლობის მსურველებს გამოცდაზე მიღებული ქულა შეენახებათ და მათ იმავე გამოცდის ჩაბარება განმეორებით აღარ მოუწევთ. როგორც საგნისა და პროფესიული უნარების გამოცდების ჩატარების წესშია აღნიშნული, ცენტრის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემები, ასევე მონაცემები აპლიკანტთა რეგისტრაციის, გამოცდაზე გამოცხადებისა და მიღებული შედეგების შესახებ ინახება მუდმივად.
რაში უნდა გამოიყენონ მასწავლებლობის მსურველებმა გამოცდაზე მიღებული ქულა, თუ ისინი ამ ეტაპზე სკოლაში ვერ დასაქმდებიან?
მასწავლებლობის მსურველთა ნაწილი განათლებით პედაგოგი არაა. მათ, ვისაც დიპლომში „მასწავლებელი“ არ უწერია, სკოლაში დასაქმებამდე მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი პროგრამა უნდა გაიარონ, აღნიშნული პროგრამის კონკურსში მონაწილეობისთვის აუცილებელია, პირს საგნის გამოცდა ჰქონდეს ჩაბარებული.
მათ, ვისაც მასწავლებლობა აქვთ გადაწყვეტილი, გამოცდას წარმატებით ჩააბარებენ, მაგრამ ვერ დასაქმდებიან, წელი უქმად რომ არ დაკარგონ, შეუძლიათ, სასურველ უნივერსიტეტში ერთწლიან, 60-კრედიტიან პროგრამაზე ჩაირიცხონ. აღნიშნული პროგრამის გავლა სკოლაში დასაქმების შანსს გაზრდის, დასაქმებისთანავე კი მათ უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭებათ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ