სიახლეები
სკოლები

გაიცანით, ახალგაზრდა გარემოსდამცველი ძველი ანაგის საჯარო სკოლიდან - ლიზი ღვედაშვილი ჭიჭიკო ჯანელიძის სახელობის სტიპენდიანტი გახდა
18-08-2022
-
+


სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის გარემოსდაცვითი საკითხები ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, მოსწავლეები სხვადასხვა გარემოსდაცვით კონკურსებსა და მნიშვნელოვან აქტივობებში აქტიურად მონაწილეობენ.

მათ შორის აღსანიშნავია, მეთორმეტე კლასის მოსწავლის, ლიზი ღვედაშვილის წარმატება. ლიზიმ ჭიჭიკო ჯანელიძის სახელობის მწვანე სტიპენდია ნომინაციაში - კლიმატის ცვლილების ცნობიერების ამაღლებისთვის შეტანილი წვლილისთვის მოიპოვა.

16 წლის ლიზი უკვე სამი წელია, რაც სხვადასხვა გარემოსდაცვით პროექტებში აქტიურად მონაწილეობს და სკოლაში არსებულ ეკოკლუბს თანატოლებთან ერთად ხელმძღვანელობს. სტიპენდიანტმა თანასკოლელებთან ერთად არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის: ახალგაზრდულ სოციალური თუ გარემოსდაცვით კამპანია გამართეს.

წარმატებული მოსწავლე სტიპენდიის გარკვეულ თანხასაც მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული პროექტის განხორციელებას დაუთმობს.

შეგახსენებთ, რომ CENN-მა ჭიჭიკო ჯანელიძის სახელობის სტიპენდია 2020 წელს დააარსა და მისი მიზანი ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობაა. 

სტიპენდია გამოჩენილი გეოგრაფისა და ეკოლოგის, ჭიჭიკო ჯანელიძის სახელს ატარებს და ყოველწლიურად წარმატებულ ახალგაზრდა გარემოს დამცველებს აჯილდოებს.

იხილეთ ფოტო: 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ვის აქვს ექსტერნატის გამოცდაზე გასვლის უფლება 

ცოდნისა და წიგნიერების დღესასწაული იზრუნელებისთვის - izrune.ge მასშტაბურ ღონისძიებებს თბილისსა და ბათუმში ჩაატარებს

როდის არ შეუძლია მოსწავლეს სკოლის შეცვლა და რა უნდა იცოდეთ მობილობის შესახებ 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები
ლენჯერის N1 საჯარო სკოლის   საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწაველთა ერთობლივი პროექტი, საქართველოს მეფეების შესახებ გრძელდება
საინტერესო

საკლასო ოთახების ციფრული ტრანსფორმაცია წარმოადგენს საჭირო და გარდაუვალ პროცესს... 

მწერლის ერთ-ერთი პირველი ფსევდონიმი „რაზიკოვი“ იყო... ლუკა რაზიკაშვილმა ვაჟა-ფშაველას ფსევდონიმით ხელმოწერა 1885 წელს დაიწყო

დამატებითი უქმე დღე მასწავლებლებისთვის - ასე ცდილობენ ბრიტანეთის სკოლებში ახალგაზრდა კადრების მოზიდვას

სიახლეები
საზოგადოება