ფაქტებით გადაჭედილ და შეგრძნებებისაგან დაცლილ სასწავლო სივრცეს მასწავლებელმა კიტინგმა შემოქმედებითი სული შთაბერა. მისი მოწყობილი ლიტერატურული საღამოები მოსწავლეთა ცნობიერებაში გარდატეხად იქცა.
ფილმი დაფუძნებულია ჰომერ ჰიკმანის ცხოვრების ისტორიაზე. მეშახტის შვილი, რომელიც მამის სურვილის წინააღმდეგ წავიდა და მასწავლებლის შთაგონებით, საბოლოოდ ნასას მეცნიერი გახდა.
გიმნაზიის მასწავლებელი რაინერ ვენჯერი არაჩვეულებრივი ექსპერიმენტის ჩატარებას გადაწყვეტს. ერთი კვირით სკოლის კედლებში ნაცისტური ტერორი გაცოცხლდება, დიქტატურის ქვეშ ცხოვრების უკეთ შესაგრძნობად. მალევე ჩანაფიქრი უკონტროლო ხდება. თავისუფლების მწერლები
სხვადასხვა ეროვნებისა და კულტურის, კრიმინალური წარსულის მქონე, დაპირისპირებულ მოსწავლეებთან კლასში ახალგაზრდა პედაგოგი შედის და მათ ტოლერანტობას, საკუთარი შესაძლებლობების რწმენასა და ბეჯით მუშაობას ასწავლის.
რომელ ფილმებს დაამატებდით ამ ჩამონათვალს? გაგვიზიარეთ საკუთარი შეხედულება კომენტარებში.