სიახლეები
სიახლეები

„აღვზარდოთ ჯანსაღი თაობა, რომლის იმედიც მუდამ გვექნება“ - ბათუმში „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატის საპრიზო ადგილის მფლობელი მოსწავლე დააჯილდოვეს
19-08-2022
-
+


„ეტალონი“  თითქმის ორი ათეული წელია ემსახურება უმთავრეს მიზანს - მომავალი თაობების განათლებას. პროექტის სულისჩამდგმელი და უცვლელი წამყვანი, ბატონი გოჩა ტყეშელაშვილი კი ხშირად ამბობს, რომ მთავარი არა გამარჯვება, არამედ წარმატებისკენ მუდმივი სვლაა, რაც „ეტალონელებმა“ ძალიან კარგად იციან და ისიც ფაქტია, რომ პროექტში მონაწილეობა სამომავლოდ მათთვის არაერთი წარმატების საწინდარია.

სასიხარულოა, რომ „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატს ასიათასობით გულშემატკივარი ჰყავს; მათ შორის, რა თქმა უნდა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც არიან, რომლებიც მხარს უჭერენ პროექტს და მეტიც - „ეტალონელ“ მოსწავლეებს მაქსიმალურად უწყობენ ხელს, რათა გაზარდონ მოსწავლეთა ჩართულობა ისეთ საგანმანათლებლო პროექტში, რომელმაც არაერთი ნიჭიერი, წარმატებული ახალგაზრდა გამოავლინა და მათი სამომავლო გამარჯვებების საწინდარიც გახდა.

ახლახან, ბათუმში „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატის მესამეადგილოსანი მოსწავლე - ნიკო ავალიანი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, პროექტის ავტორთან - გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად, დააჯილდოვეს. ნიკო ავალიანს „ეტალონის“ სახელით დიპლომი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სახელით კი კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად 500-ლარიანი ვაუჩერი გადაეცა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რამაზ ჯინჭარაძე, საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ცხოიძე და ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე თენგიზ აფხაზავა, ასევე ნიკო ავალიანის დედა - ციური ავალიანი მამა - ზებურ ავალიანი, კერძო სკოლა „თაობის“ სასწავლო ნაწილი (კლასის დამრიგებელი) - ქეთევან კარანაძე და ქართულის მასწავლებელი - სალომე კაკაბაძე. 

„ძალიან სასიამოვნოა ჩვენთვის, რომ დღეს ბათუმელ ახალგაზრდას ვმასპინძლობთ, რომელმაც მთელი საქართველოს მასშტაბით ცოდნის კონკურსში საპრიზო ადგილი მოიპოვა. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ნიკოს“ - აღნიშნა შეხვედრის დასაწყისში ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ რამაზ ჯინჭარაძემ.

ლევან ცხოიძე, ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე: „ეტალონის“ საპრიზო ადგილის მფლობელი ჩვენი ქალაქელი ნიკო ავალიანი გახდა, მინდა მივულოცო მას ეს წარმატება და კიდევ ბევრი გამარჯვება ვუსურვო. ჩვენი კომიტეტი მუდამ იდგა და დგას ისეთი საგანმანათლებლო პროექტების გვერდით, როგორიც „ეტალონია“.

თენგიზ აფხაზავა, ბათუმის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე: „პირადად ვიცნობ ბატონ გოჩას და ვიცი, რამხელა შრომას და ენერგიას დებს მომავალი თაობების განათლების საქმეში. განათლებული მომავალი თაობა ჩვენი ქვეყნის მომავალი წარმატებების და წინსვლის საწინდარია, ვულოცავთ ნიკოს და მის ოჯახს, სკოლას ამ გამარჯვებას“

ქეთევან კარანაძემ აღნიშნა, რომ ნიკო ავალიანი წარმატებულებს შორის, უდავოდ გამორჩეული მოსწავლეა, პროექტის ავტორს, გოჩა ტყეშელაშვილს კი მადლობა გადაუხადა „ეტალონის“ არსებობისთვის: „დიდი მადლობა ნიკო, რომ ასე ასახელე ჩვენი სკოლა; დიდი მადლობა, ბატონო გოჩა, ამ პროექტისთვის, რომელიც ხელს უწყობს, ნიჭიერი ახალგაზრდები წარდგნენ საზოგადოების წინაშე და ამ ყველაფერში, რა თქმა უნდა ქალბატონი სალომეს (კაკაბაძე) დიდი წვლილია“.

კერძო სკოლა თაობის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა ქალბატონმა სალომე კაკაბაძემ „ეტალონის“ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: „ზოგადად, ტელევიზორი არ მიყვარს, არც ბავშვობაში მიყვარდა და ერთადერთი, რის გამოც ვრთავდი მას, „ეტალონი“ გახლდათ; მადლობა ამ პროექტისთვის, ბატონო გოჩა, ბედნიერი ვარ, რომ პირადად შეგხვდით! რაც შეეხება ნიკოს, მას საოცარი ნიჭი აქვს და დარწმუნებული ვარ, ნიკოს სახელს კიდევ ბევრჯერ გავიგონებთ! მადლიერი ვარ ნიკოსი და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მისგან უფრო მეტი ვისწავლე, ვიდრე - ვასწავლე“!

ნიკოს დამ მადლობა გადაუხადა სკოლას, პედაგოგებს, რომლებმაც განაპირობეს მისი მომავალი პროფესია - ახლა თავადაც მასწავლებელია და მიაჩნია, რომ სწორედ ისეთი პროექტები, როგორიც „ეტალონია“, მნიშვნელოვან როლს ასრულებს სამომავლო წარმატებაში.

ნიკო  მამამ, ზებურ ავალიანმაეტალონსა“ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა მომავალი თაობების განათლებაში შეტანილი წვლილისთვის, ფრაქცია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარემ“ თენგიზ აფხაზავამ კი აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, კიდევ ბევრი ახალგაზრდა გაიზრდება ამ ნათელ ღირებულებებზე: „ჩვენი მიზანია, აღვზარდოთ ჯანსაღი, სულიერი თაობა, რომლის იმედიც მუდამ გვექნება“.

თავად ნიკო ავალიანმა კი მადლობა გადაუხადა „ეტალონს“, სკოლას, პედაგოგებს და პირობაც დადო: „ვეცდები, გავამართლო თქვენი იმედები - ვივლი წარმატების გზაზე!“


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

როგორ უნდა მოიქცეთ თუ სსსმ ბავშვი პირველ კლასში უნდა შეიყვანოთ - დეტალური ინფორმაცია 

სააღდგომოდ 18 წლამდე ბავშვები 100 ლარის ღირებულების პროდუქტს მიიღებენ - მუნიციპალური ბიუჯეტი

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

ბავშვები ღონისძიებისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდნენ

ბავშვებისთვის აღნიშნულ აქტივობაში მონაწილეობა არა მხოლოდ ემოციური, არამედ ძალზე საინტერესო გახლდათ

ღონისძიებაში მე-3 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ხოლო ხელმძღვანელი გახლდათ პედაგოგი ივეტტა პეტროსიანი

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება