სიახლეები
მსოფლიო, საინტერესო

მოკლე საზაფხულო არდადეგები, გამოცდები სკოლაში ჩასარიცხად და მკაცრი წესები მოსწავლის თმის ფერთან დაკავშირებით - ფაქტები იაპონური განათლების შესახებ
29-07-2023
-
+


იაპონურ სკოლებში ბავშვს დაწყებითი კლასებიდანვე ასწავლიან არა მხოლოდ წერა-კითხვასა და ანგარიშს, არამედ საკუთარი თავის კონტროლს, საზოგადოებაში ქცევის წესებს, სხვა ადამიანების პატივისცემას, ბუნების მოფრთხილებას... ამასთან, სკოლებში წესები მკაცრია, კერძოდ, მოსწავლეები ატარებენ ფორმას, აქვთ ერთ-ერთი ყველაზე მოკლე საზაფხულო არდადეგები და სკოლაში ჩასარიცხად გამოცდებს აბარებენ.

გთავაზობთ, ყველაზე საინტერესო ფაქტებს იაპონური განათლების შესახებ:

იაპონიაში სკოლაში ჩასარიცხად ბავშვებმა გამოცდები უნდა ჩააბარონ. მას კი, ვინც მისაღებ გამოცდებზე წარუმატებლობას განიცდის, შეუძლია მოსამზადებელ სკოლაში წავიდეს და ჩაბარება მომავალ წელს კვლავ სცადოს.

საბავშვო ბაღი იაპონიაში სავალდებულოა. ბავშვები სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებაშივე  ეუფლებიან არითმეტიკის საფუძვლებს და იციან ანბანი.

დაწყებით და საშუალო სკოლაში განათლება სავალდებულო და უფასოა. უფროს კლასებსა და უმაღლეს სასწავლებლებში კი - ყოველთვის ფასიანი.

დაწყებით სკოლაში ბავშვებს საშინაო დავალებას არ აძლევენ. საშუალო და მაღალ კლასებში კი სახლში შესასრულებელი სამუშაო საკმაოდ მოცულობითია.

თითოეულ სკოლას აქვს უნიკალური ფორმა. სკოლის შესასვლელში კი ყოველთვის არის კარადა ფეხსაცმელებისთვის. 

სკოლების უმეტესობაში თმის ფერთან დაკავშირებით მკაცრი წესები მოქმედებს. მოსწავლეებისთვის მხოლოდ თმის ბუნებრივი ფერია მისაღები. ამასთან, ბევრ სკოლაში ბიჭებმა მოკლე ვარცხნილობა უნდა ატარონ. 

ზოგიერთი წესი გოგონებს უფლებას არ აძლევს: გაიკეთონ მაკიაჟი, შეიღებონ ფრჩხილები ან ატარონ სამკაულები. 

ტიური იაპონური სასკოლო კლასი 30-40 მოსწავლისგან შედგება. ჩვეულებრივ, მოსწავლეები მთელი წლის მანძილზე ერთ საკლასო ოთახში არიან. მასწავლებლები კი კლასიდან კლასში გადაადგილდებიან.

მოსწავლეებმა უნდა შეისწავლონ დაახლოებით 2500 სიმბოლო (ასობგერა), იმისთვის, რომ იაპონურად წერონ და იკითხონ.

გარდა ამისა, იაპონელმა ბავშვებმა უნდა იკითხონ და წერონ სამი სხვადასხვა ხერხით: სწორი იაპონური იეროგლიფები, ჩინური იეროგლიფების იაპონური ვერსია და ლათინური ანბანი.

იაპონიის სკოლებში ძირითადი საგნებია - მათემატიკა, იაპონური ენა, სოციალური მეცნიერებები, ინგლისური ენა, მუსიკა, ფიზიკური აღზრდა.

დამატებით მოსწავლეები შეისწავლიან ისეთ საგნებს, როგორიცაა ცხოვრების ჯანსაღი წესი და ტრადიციული ხელოვნება - კალიგრაფია და ჰაიკუ.

იაპონურ სკოლებში არ არიან დამლაგებლები. მოსწავლეები ჯგუფებად იყოფიან და სხვადასხვა საქმიანობას ასრულებენ, მაგალითად, ალაგებენ კლასებს, სკოლის დარბაზებსა და ეზოს. 

ასევე დაგაინტერესებთ: როგორ ალაგებენ კლასებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მოსწავლეები: საინტერესო ფაქტები


საზაფხულო არდადეგები დაახლოებით 40 დღე გრძელდება. როგორც წესი ის 20 ივლისს იწყება და 31 აგვისტომდე გრძელდება.

ზამთრის და საგაზაფხულო არდადეგები კი დაახლოებით 10-დღიანია.

იაპონიაში სასწავლო წელი აპრილში იწყება. 

იაპონიაში სკოლაში შაბათობითაც დადიან. ჩვეულებრივ, სასწავლო დღე 8:30-დან 15:00 საათამდე გრძელდება. 

მოსწავლეებს უფლება არ აქვთ სასწავლო დაწესებულებაში ნებისმიერი პროდუქტი მიიტანონ, ხანდახან წამლებისაც კი, ისეთის როგორიც ყელის ტკივილის საწუწნი აბებია.

თითოეულ სკოლაში არის დიეტოლოგი, რომელიც მოსწავლეთა ჯანსაღ კვებას აკონტროლებს და მენიუს შედგენით არის დაკავებული. 

რაც უფრო მაღალი ქულა აქვს აბიტურიენტს მისაღებ გამოცდებზე, მით უფრო მარტივია მისთვის მსხვილი კომპანიის მხარდაჭერის მოპოვება, რომელიც სტუდენტს კოლეჯის გადასახადს გადაუხდის. შემდეგ კი სტუდენტი ამ კომპანიაში მიდის სამუშაოდ, მისი ხელფასს კი სწავლის საფასური აკლდება.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რეგისტრაციებთან დაკავშირებით სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს - ვადა 22 დღეა

რა თანხა დაუბრუნდებათ მასწავლებლებს და რა დოკუმენტები უნდა დაურთოთ განაცხადს - დეტალები

საპენსიო ასაკის პედაგოგთა ფინანსური წახალისება და დამატებითი უქმე დღე

აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ 

ექსკურსიისას მასწავლებლის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო 200 ლარით დაჯარიმდებით

პიროვნება
„განათლება ქმნის თავისუფალ და მოაზროვნე ადამიანს“ – ძველი აბაშის საჯარო სკოლის დირექტორის ხედვა მოსწავლეზე, სკოლასა და მომავალზე

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლები

ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ

დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ქართული ენის დღე აღნიშნეს

პედაგოგი, მაია კვენეტაძე ცდილობს, გაკვეთილი ბავშვებისთვის იყოს სახალისო, საინტერესო, მრავალფეროვანი...

„სკოლა ულოცავს წარმატებას და მომავალში არაერთ გამარჯვებას უსურვებს საამაყო სპორტსმენს“

არაფორმალური განათლების ხელშეწყობა სკოლის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება