მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებლობის მსურველებსა და პედაგოგებს გამოცდაზე მიღებული შედეგის გასაჩივრება 23 აგვისტოს 18:00 საათამდე შეუძლიათ.
გამოსაცდელს უფლება აქვს, მოითხოვოს როგორც მთლიანი საგამოცდო ფურცლის განმეორებით შემოწმება, ასევე რამდენიმე დავალების გადახედვა (რომელშიც ფიქრობს, რომ ქულა აკლია).
აპლიკანტები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საგამოცდო ფურცელი სათანადო შესწორებული არაა, შედეგების გასაჩივრებას გეგმავენ, თუმცა სანამ სააპელაციო განაცხადს შეავსებთ, გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა, აპელაციის შემდეგ ქულა არათუ მოგემატოთ, დაგაკლდეთ.
ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით წარდგენილი საპრეტენზიო განაცხადის განხილვის წესი კანონითაა განსაზღვრული. დოკუმენტის მიხედვით:
„საპრეტენზიო განაცხადის განხილვისას, საგნობრივი კომისია უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ საპრეტენზიო განაცხადში მითითებული ტესტური დავალების/დავალებების ფარგლებში, ტესტური დავალების/დავალებების შეფასების სისწორეზე და საპრეტენზიო განაცხადების წარმოდგენის ვადის დასრულებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში მიიღოს შემდეგი გადაწყვეტილება/გადაწყვეტილებები:
ა) აპლიკანტისთვის ქულის მომატების შესახებ;
ბ) აპლიკანტისთვის ქულის დაკლების შესახებ;
გ) აპლიკანტისთვის ქულის უცვლელად დატოვების შესახებ.
როდის გახდება ცნობილი აპელაციის შედეგები?
კომისიას მიღებული განცხადებების განსახილველად 20 კალენდარული დღე აქვს. საგნობრივი კომისია გადაწყვეტილებას, მისი მიღებიდან ორი სამუშაო დღის ვადაში გადასცემს ცენტრის დირექტორს.
„საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილებები ცენტრის მიერ განთავსდება ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე, საპრეტენზიო განაცხადების წარმოდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 25 კალენდარული დღის ვადაში. საგნობრივი კომისიის გადაწყვეტილებები, საგამოცდო ბარათის კოდის გამოყენებით, ხელმისაწვდომია მხოლოდ დაინტერესებული პირისათვის“.
ცნობისთვის, სააპელაციო განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდებზე: online.naec.ge
სააპელაციო განაცხადის შევსებამდე გამოსაცდელმა საფასური - 50 ლარი უნდა გადაიხადოს. ქულის ცვლილების, მომატების ან დაკლების შემთხვევაში თანხა განცხადების საფუძველზე უკან დაგიბრუნდებათ.
იხილეთ ასევე: მასწავლებლებისთვის აპელაციები დაიწყო - რა დაგიჯდებათ შედეგის გასაჩივრება?
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც