მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ ბრძანებაში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა საათობრივი ბადე ქართულენოვანი საჯარო სკოლების/სექტორების დაწყებითი საფეხურისთვის.
დოკუმენტით, ასევე, განსაზღვრულია კვირეული საათობრივი დატვირთვა კლასებისა და სემესტრების მიხედვით:
I კლასში, ორივე სემესტრში კვირეული საათობრივი დატვირთვა 23 საათია, მე-2 კლასში - 24, მე-3 და მე-4 კლასებში 26, ხოლო მე-5 და მე-6 კლასებში - 28 საათი.
რაც შეეხება არაქართულენოვან სკოლებს, I კლასის I სემესტრში კვირეული საათობრივი დატვირთვაა 23-25, მეორე სემესტრში 23-26; II კლასის ორივე სემესტრში - 24-26, III და IV კლასებში 27-29, ხოლო V და VI კლასებში - 29-31 საათი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ