მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაინტერესებული პირებისთვის განმარტავს როგორ შეუძლიათ განათლების სიტემაში დასაქმება სხვადასხვა მიმართულებებზე. თუ გსურთ დასაქმება განათლების სამინისტროში საჯარო სკოლაში დირექტორის, მასწავლებლის ან სხვა პოზიციაზე, ასევე უმაღლესში ან პროფესიულ კოლეჯში, მაშინ ამ ინფორმაციას უნდა გაეცნოთ.
როგორ დავსაქმდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში?
,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საჯარო კონკურსი მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ცხადდება საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით და ამავე ვებგვერდზე ხდება კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადის წარდგენა ელექტრონული ფორმით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში დასაქმების მსურველმა მისთვის სასურველ ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განაცხადი უნდა შეავსოს საჯარო სამსახურის ბიუროს ოფიციალურ ვებგვერდზე (www.hr.gov.ge).
როგორ გავხდე საჯარო სკოლის დირექტორი?
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის N25/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის“ შესაბამისად, დირექტორობის მსურველის საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის ასარჩევად წარდგენისათვის აუცილებელია დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელი სერტიფიკატის მფლობელმა პირმა ელექტრონულად შეავსოს თანხმობის განაცხადის ფორმა, გაიაროს გასაუბრება და გააკეთოს მოხსენება „სკოლის განვითარების სტრატეგიული ხედვის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ კომისიასთან, რის შემდეგაც კომისია შეარჩევს იმ დირექტორობის კანდიდატს, რომელიც ამ წესის შესაბამისად წარედგინება სამეურვეო საბჭოს ასარჩევად.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მომავალში გამოცხადდება საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევი კონკურსი იმ საჯარო სკოლებში, სადაც დირექტორის თანამდებობა არის ვაკანტური. კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად, შესაძლებელია მონაწილეობის მიღება აღნიშნულ კონკურსში (დეტალური ინფორმაცია იხილეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე www.mes.gov.ge).
როგორ დავსაქმდე პროფესიულ კოლეჯში?
"პროფესიული განათლების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები, როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას საკადრო საკითხების შესახებ. შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს ნებისმიერი პირის დასაქმების საკითხი რომელიმე პროფესიულ კოლეჯში, თუმცა, აღნიშულ თემასთან დაკავშირებით, თანამშრომლობა შესაძლებელია კონკრეტულ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
როგორ დავსაქმდე საჯარო სკოლებში?
„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები, როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას საკადრო საკითხებთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს ნებისმიერი პირის დასაქმების საკითხი რომელიმე საჯარო სკოლაში, თუმცა, აღნიშულ თემასთან დაკავშირებით, თანამშრომლობა შესაძლებელია კონკრეტულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
როგორ დავსაქმდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში?
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებას საკადრო საკითხებთან დაკავშირებით. შესაბამისად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს ნებისმიერი პირის დასაქმების საკითხი რომელიმე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, თუმცა, აღნიშულ თემასთან დაკავშირებით, თანამშრომლობა შესაძლებელია კონკრეტულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
6 ვალდებულება სკოლებს - განათლების მინისტრის ბრძანება გამოქვეყნდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც